ადამიანის უფლებების ოლიმპიადა 2024
კონკურსები
ადამიანის უფლებების ოლიმპიადა წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მართლმსაჯულების გაძლიერებისა და სამართლებრივი განათლების ცენტრის პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს სტუდენტებისთვის ძირითადი უფლებების დაცვის პრაქტიკული უნარების გამომუშავებას, ძირითადი უფლებების სამართლისა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების პოპულარიზაციას.
იურიდიული დოკუმენტების – კონსტიტუციური სარჩელისა და კონსტიტუციური შესაგებლის – წარმოდგენის საფუძველზე კონკურსში მონაწილეობის მსურველთაგან შეირჩევა 4 საუკეთესო გუნდი, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საკონსტიტუციო სამართალწარმოების იმიტირებულ პროცესში.
იმიტირებული პროცესები ნოემბერ-დეკემბრის თვეში ორ ეტაპად ჩატარდება: ნახევარფინალები და ფინალი.
მონაწილეებს შეაფასებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ლექტორები.
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ილიაუნის სამართლის სკოლის სტუდენტებს.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 18 ოქტომბრის 13:00 საათამდე ელექტრონულ ფოსტაზე goga.chipchiuri@iliauni.edu.ge გამოგზავნეთ იმიტირებულ პროცესში მონაწილე ჯგუფის სამი წევრის სახელი და გვარი.
შესასრულებელი დავალების შესახებ ინფორმაცია მონაწილე გუნდებს ეცნობებათ ელექტრონული ფოსტით.
2024