სამართლის სკოლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კერძო (ბიზნეს) სამართლის პროგრამა

კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა

საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი: C

საუნივერსიტეტო გამოცდის ტიპი: წერითი გამოცდა (კაზუსი, ესე), გასაუბრება

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სამართლის მაგისტრი

პროგრამის მიზნები:

  • კერძო (ბიზნეს) სამართლის მიმართულებით კვალიფიციური და სიღრმისეული ცოდნის მქონე სპეციალისტების მომზადება;
  • იურისტისთვის აუცილებელი პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება;
  • კვლევითი უნარების განვითარება.

მოკლე აღწერა:

თანამედროვე ცოდნის მიღებასთან ერთად, სამართლის სკოლა კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს სთავაზობს პროფესიულ გარემოსთან ინტეგრირების საშუალებას კერძო სამართლის კლინიკის მეშვეობით, სადაც სტუდენტი დაეუფლება ისეთ მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა: ფიზიკური და იურიდიული პირების კონსულტირება, სასამართლო წარმომადგენლობა, იურიდიული დოკუმენტების შედგენა, იურიდიული დასკვნების მომზადება, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების პროექტების მომზადება.

პროგრამის ფარგლებში, ლექციები იკითხება კვალიფიციური აკადემიური პერსონალისა და პრაქტიკული გამოცდილების მქონე წარმატებული ადვოკატებისა და მოსამართლეების მიერ.

კურსების ნაწილის გავლა სტუდენტს შეუძლია ინგლისურ ენაზე.

სამართლის სკოლა ეხმარება სტუდენტებს სტაჟირების გავლაში უნივერსიტეტის პარტნიორ საჯარო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, მათი ინტერესების შესაბამისად.

დასაქმების სფეროები:

  • კერძო საადვოკატო საქმიანობა;
  • კერძო (ბიზნეს) სამართლის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები;
  • შესაბამისი პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციები;
  • საჯარო სექტორი კერძო სამართლის მიმართულებით;
  • სადოქტორო საფეხურზე სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

 

 

 

საკონტაქტო ინფორმაცია:
სამართლის სკოლა
➳0162, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ.#32 
ოთახები:A 401, A 403, A 406
☏ (995 32) 222 16 37/ 229 46 16
✉ lawfaculty@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები