საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ხარისხის განვითარების სპეციალისტის ვაკანსია

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტი აცხადებს ვაკანსიას ხარისხის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

მოთხოვნები:

  • იცნობს საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის სტანდარტებს;
  • შეუძლია კურიკულუმის და სილაბუსის შეფასება;
  • აქვს საგანმანათლებლო სფეროში მუშაობის, მინიმუმ, ორწლიანი გამოცდილება;
  • ფლობს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს;
  • ფლობს ინგლისურ ენას;
  • იცის საოფისე კომპიუტერული პროგრამები;
  • აქვს ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • აქვს დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

პირობები:

სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00 საათი (შაბათ-კვირის გარდა)
ყოველთვიური სარგო (საწყის ეტაპზე): 1000 ლარი (დარიცხული)

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge.

CV-ის მიღების ვადაა: 8-15 მაისი.

CV-ს შესწავლის საფუძველზე შერჩეულ კანდიდატებს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით ეცნობებათ ინტერვიუს თარიღი და ინტერვიუზე წარმოსადგენი საბუთების ჩამონათვალი.

ბანერები