საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

თბილისის ნეიროქირურგიის სიმპოზიუმი 2022 გაიმართა

ახალი ამბები

5-6 ნოემბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით, Walter E. Dandy Neurosurgical Club Georgia-მ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თბილისის ნეიროქირურგიის სიმპოზიუმი 2022 გამართა.

წლევანდელი სიმპოზიუმის პროგრამა მოიცავდა არა მხოლოდ ნეიროქურგიას, არამედ ნევროლოგიას, ნეირორადიოლოგიასა და სხვა მომიჯნავე სფეროებს.

სიმპოზიუმს რეგიონული ქვეყნების გამოჩენილი ნეიროქირურგები და ნევროლოგებიც ეწვივნენ.

უცხოელ მომხსენებელთა შორის იყვნენ ქართველი პროფესორები: ზაზა კოკაია, ალექსანდრე ცისკარიძე, გიორგი კანდელაკი, დიმიტრი კორძაია, მიხეილ ოკუჯავა, ვლადიმერ ცისკარიშვილი, დარეჯან ღვინჯილია, ირმა მანჯავაძე, ნათელა ოკუჯავა, იაკობ ცერცვაძე, შოთა ინგოროყვა, ირაკლი სასანია, ედიშერ მაღალაშვილი, ირაკლი ოთარაშვილი, ერეკლე ექვთიმიშვილი, ლიკა ხორბალაძე, იოსებ ბურდულაძე, ალექსანდრე დვალიშვილი, მარინა ჯანელიძე, გია თომაძე, ნიკოლოზ კვაჭაძე, ნინო გზირიშვილი, გიორგი გეგელაშვილი, მაია ბიწკინაშვილი, გაიანე სიმონია, მაკა ზარნაძე, ილია ნადარეიშვილი, ნუგზარ კალანდარიშვილი, ელისაბედ ბათიაშვილი, ანანო ნებიერიძე.

სიმპოზიუმზე ქართველმა ექიმებმა ვორკშოპები ჩაატარეს და დამსწრე საზოგადოებას საშუალებას მისცეს hands-on გამოცდილების მიღების ხერხემლის ქირურგიის, მორფოლოგიის, ელექტროენცეფალოგრაფიისა და ელექტრომიოგრაფიის კუთხით.

სიმპოზიუმის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

Walter E. Dandy Neurosurgical Society აშშ-ში 2011 წელს დაარსდა. მისი მიზანია შექმნას საერთოფორუმი ნეიროქირურგებისთვის, რომელთა ერთობლივი მუშაობა ხელს შეუწყობს როგორც ქირურგების, ასევე სტუდენტებისა თუ რეზიდენტების განათლებას.

დენდის საზოგადოების მნიშვნელოვანი რგოლია 60-მდე ქვეყანაში ჩამოყალიბებული კლუბები. ამ ქვეყნების რიცხვს საქართველო წელიწად-ნახევრის წინ შეურთდა. 

2022

ბანერები