სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღე და სტუდენტური კონკურსი
ღონისძიებები
7 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მოხსენებათა ციკლი, რომლის მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.
წელს სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღის თემაა „სურსათის უვნებლობა: მოემზადე მოულოდნელობებისთვის“.
ამავე ღონისძიების ფარგლებში გაიმართება სტუდენტური კონკურსი „რატომ არის მნიშვნელოვანი, რა საკვებს ვიღებ?“, რომლის მიზანია სურსათის უვნებლობისა და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სტუდენტთა კვლევების წახალისება.
კონკურსში მონაწილეობისთვის სტუდენტმა უახლეს სამეცნიერო შრომებზე დაყრდნობით უნდა მოამზადოს სამეცნიერო ესეი და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩევის შემთხვევაში წარადგინოს პრეზენტაციის სახით სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს.
კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო საფეხურის და ერთსაფეხურიანი სამედიცინო პროგრამის სტუდენტს. მან უნდა მოამზადოს ესეი ქართულად ან ინგლისურად (2-4 გვ.) და არაუგვიანეს 25 მაისამდე გამოგზავნოს ელექტრონულ მისამართზე: tamar_khocholava@iliauni.edu.ge
კონკურსის ეტაპები:
- ესეის გამოგზავნა;
- ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ ესეის აკადემიური კეთილსინდისიერების შემოწმება;
- წარმოდგენილი ნაშრომების შეფასება ღონისძიების საორგანიზაციო ჯგუფის მიერ და რამდენიმე საუკეთესოს შერჩევა.
- მეორე ეტაპზე შერჩეულ ყველა ესეის ავტორს გადაეცემა მონაწილეობის სერტიფიკატი;
- საუკეთესო ესეების ავტორები სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეზე წარადგენენ ნაშრომებს;
- სურსათის უვნებლობის დღეს შეირჩევა 3 საუკეთესო ესეის ავტორი და ისინი დაჯილდოვდებიან (დიპლომებით, სამახსოვრო საჩუქრებით).
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 7 ივნისი, 12 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა N1
დასწრება თავისუფალია.
2024 წელი