საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სურსათის უვნებლობის დღე: მოხსენებათა ციკლი და სტუდენტური კონკურსი

ღონისძიებები

7 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში სურსათის უვნებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართება მოხსენებათა ციკლი. მისი მიზანია საზოგადოების ყურადღების გამახვილება სურსათის უვნებლობის მნიშვნელობაზე ადამიანთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის თვალსაზრისით როგორც ხანმოკლე, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში.

ასევე გაიმართება სტუდენტური კონკურსი „რატომ არის მნიშვნელოვანი: რა საკვებს ვიღებ?“. მისი მიზანია ცნობიერების ამაღლება სურსათის უვნებლობის და ჯანმრთელობის ურთიერთკავშირის შესახებ და სტუდენტთა კვლევის წახალისება. 

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა უახლეს სამეცნიერო შრომებზე დაყრდნობით უნდა მოამზადოს სამეცნიერო ესეი და საორგანიზაციო კომიტეტის მიერ შერჩევის შემთხვევაში სურსათის უვნებლობის მსოფლიო დღეს გამართოს პრეზენტაცია.

სურსათის უვნებლობის დღის სლოგანია „სურსათის უვნებლობა ყველას საქმეა“. 

2024 წლის თემაა„სურსათის უვნებლობა: მოემზადე მოულოდნელობებისთვის“. 

ეს დღე კიდევ ერთხელ შეხსენებაა, რომ სურსათის უვნებლობა კოლექტიური პასუხისმგებლობაა ყველასი, მწარმოებლიდან მომხმარებლამდე,  ყველამ თავისი როლი უნდა შესარულოს. 

სურსათის უვნებლობის საშიშროება განუზომელია, ამიტომ მისი მზარდი გლობალური მიწოდების პირობებში მავნებელი სურსათით გამოწვეული რისკი შეიძლება სწრაფად გადაიზარდოს ადგილობრივი პრობლემიდან საერთაშორისო საგანგებო სიტუაციამდე.

სამუშაო ენა: ქართული 

დრო: 7 ივნისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა N1 

დასწრება თავისუფალია.

2024 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები