საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სურსათის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები პრაქტიკაზე GLOBAL BEER GEORGIA-ს ლუდის ქარხანაში

ახალი ამბები

14 ივნისს სურსათის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები საწარმოო პრაქტიკის ფარგლებში Global Beer Georgia (GBG)-ს კუთვნილ ლუდის ქარხანაში გაეცნენ ლუდისა და ლიმონათის წარმოების ტექნოლოგიას, ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და მეთოდებს, ასევე ამ ტიპის პროდუქტებისთვის დანერგილ საერთაშორისო სტანდარტებს.

„გლობალ ბიერ ჯორჯია“ მსოფლიოში წამყვანი ლუდის ბრენდის, „ჰაინეკენი®“-ს (Heineken®) ლიცენზირებული პარტნიორია რეგიონში. კომპანია ლუდის წარმოებისას იყენებს„Heineken®“-ის ხარისხის მართვის სტანდარტებსა და ნიმუშების სავალდებულო ტესტირებებს. სწორედ „Heineken®“-ის საერთაშორისო ხარისხის პროცედურების მიხედვით კონტროლდება კომპლექსური ხარისხი წარმოების თითოეულ ეტაპზე, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის მაღალ ხარისხს.

2018 წლის აპრილში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს „გლობალ ბიერ ჯორჯია“-სა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, რომელიც სხვა პუნქტებთან ერთად ითვალისწინებს კომპანიის მონაწილეობას სურსათის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის განვითარებაში.

2022 წელი

ბანერები