„სტრუქტურული ცვალებადობა: ნაირგვარი ბიოლოგიური სისტემების კვლევის უნივერსალური ლოგიკური მეთოდი“ – პროფესორ ევსეი კოსმანის საჯარო ლექცია
ღონისძიებები
13 სექტემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E325 აუდიტორიაში მათემატიკოსი, ისრაელის თელ-ავივის უნივერსიტეტის პროფესორი ევსეი კოსმანი წაიკითხავს საჯარო ლექციას „სტრუქტურული ცვალებადობა: ნაირგვარი ბიოლოგიური სისტემების კვლევის უნივერსალური ლოგიკური მეთოდი“.
პროფ. ევსეი კოსმანი ეხმარება ბიოლოგებს მონაცემების ანალიზში, წაიკითხავს ლექციას მეთოდოლოგიის შესახებ, რომელსაც იყენებს. წლების განმავლობაში კოსმანი იკვლევს რთულ ბიოლოგიურ სისტემებს, როგორებიცაა: სქესობრივი და უსქესო გამრავლება, პლოიდურობის გავლენა გენეტიკური მონაცემების ანალიზზე,
ეკოსისტემების ფუნქციური ჯგუფების გამოყოფა, ვირულენტობისა და რეზისტენტობის ანალიზი, მცენარეების ადაპტაციები და სხვ.
ლექცია განკუთვნილია ბიოლოგებისთვის - მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის, ასევე მათემატიკოსებისთვის, რომლებიც მუშაობენ გამოყენებით სფეროში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 13 სექტემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E325 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5
დასწრება თავისუფალია.
2024