საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„სითბური არამდგრადობიდან კორონულ წვიმამდე“ – პროფესორ რამონ ოლივერის ონლაინმოხსენება

სემინარები

8 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ონლაინსემინარების ფარგლებში პროფესორი რამონ ოლივერი წაიკითხავს მოხსენებას „სითბური არამდგრადობიდან კორონულ წვიმამდე“ (From thermal instability to coronal rain – Ramon Oliver).

მომხსენებელი ისაუბრებს კორონული წვიმის მოვლენაზე, რომელიც მზის ცხელ კორონაში ცივი ნივთიერების უცაბედი წარმონაქმნია, მიმოიხილავს უსასრულო და ერთგვაროვან გარემოში ტალღების გავრცელების მათემატიკურ მოდელს სითბოს მიღებისა და კარგვის წევრთა გათვალისწინებით,ამ მოდელის გათვალისწინებით კი აღწერს სითბურ არამდგრადობას, რომელიც იწვევს ცივი ნივთიერების წარმოქმნას. დასასრულ ერთმანეთთან დააკავშირებს კორონულ წვიმასა და სითბურ არამდგრადობას.

მომხსენებლის შესახებ

რამონ ოლივერი ბალეარის კუნძულების უნივერსიტეტის (ესპანეთი) ფიზიკის ფაკულტეტის სრული პროფესორი და მზის ჯგუფის ხელმძღვანელია. მას მრავალწლიანი მჭიდრო სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის პროფესორებთან. იგი არის შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების ახალი პროექტის (მაგნიტური ჯეტები მზის ატმოსფეროში) უცხოელი კონსულტანტი.

ფორმატი: ონლაინ, შეხვედრა ზუმში

ბმული: https://uni-graz.zoom.us/j/6435542130?pwd=L3hiTlBIM2s3RnpLMDV1azhUUThtdz09

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 8 მარტი, 17:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები