საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე

ახალი ამბები

გამოცხადდა შიდა მობილობა 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში ცალკე მიღების მქონე პროგრამიდან საერთო მიღების მქონე პროგრამაზე გადასვლის მსურველთათვის საბაკალავრო საფეხურის შემდეგ პროგრამებზე:

  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  • ეკოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  • ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  • ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა).

გადასვლის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადა განისაზღვრა 2022 წლის 22 ივლისის 18:00 საათის ჩათვლით.

2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განაცხადი უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა „არგუსის“ საშუალებით;

2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობის მსურველ პირებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი საგანი:

ა) მათემატიკა;
ბ) გეოგრაფია;
გ) ფიზიკა;
დ) ქიმია;
ე) ბიოლოგია.

ამ პირებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ამავე პუნქტში მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ; ეს პირობა არ ეხება სტუდენტებს, რომელთაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ გავლილი შესავალი კურსი/კურსები ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი ან საინჟინრო ბლოკიდან.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში გამოცხადებული შიდა მობილობის თაობაზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბრძანებაში.

2022 წელი

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები