შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე
ახალი ამბები
სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში მითითებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის შიდა მობილობის შესახებ განცხადებების დაწერის ბოლო ვადად განისაზღვროს 2025 წლის 19 ივლისი 18:00 საათის ჩათვლით;
სტუდენტთა მიერ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განაცხადი უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა ,,არგუსის“ საშუალებით.
შიდა მობილობის შესახებ აპლიკანტების განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის
გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ვადაა 2025 წლის 5 სექტემბერი;
საბაკალავრო საფეხურზე სტუდენტებს მოეთხოვებათ წინაპირობა:
2020-2021 სასწავლო წლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ საბუნებისმეტყველო
მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობის მსურველ პირებს
ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი საგანი:
ა) მათემატიკა;
ბ) გეოგრაფია;
გ) ფიზიკა;
დ) ქიმია;
ე) ბიოლოგია.
ამ პირებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
დაშვებულია გამონაკლისი იმ სტუდენტთათვის, რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ ჩაბარებული შესავალი კურსი/კურსები ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი ან საინჟინრო ბლოკიდან;
2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომში ჩარიცხულ მობილობის მსურველს კი − საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების“ ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები.
სამაგისტრო საფეხურზე სტუდენტებს მოეთხოვებათ წინაპირობა:
სამაგისტრო პროგრამაზე „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები“ მობილობის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკის და სტატისტიკის ფართო სფეროს რომელიმე დეტალურ სფეროში, ასევე, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, ასევე წარმატებით უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდა.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში გამოცხადებული შიდა მობილობის შესახებ მნიშვნელოვანი დეტალური ინფორმაცია იხილოთ თანდართულ ბრძანებაში.