საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე

ახალი ამბები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის აცხადებს შიდა მობილობას საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურებზე.

შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა მიმდინარე წლის 16 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით განცხადება უნდა დაწეროს არგუსიდან შესაბამისი ბლანკით: „ფაკულტეტის ცვლილება“ ან „პროგრამის ცვლილება“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობა სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში ცალკე მიღების მქონე პროგრამიდან საერთო მიღების მქონე პროგრამაზე გადასვლის მსურველთათვის გამოცხადდეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დანართში მითითებულ პროგრამებზე;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ შიდა მობილობის მსურველ პირებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი საგანი და უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ამავე პუნქტში მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
ა) მათემატიკა;
ბ) გეოგრაფია;
გ) ფიზიკა;
დ) ქიმია;
ე) ბიოლოგია.

აღნიშნული არ ეხება იმ სტუდენტებს:

  • რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ გავლილი შესავალი კურსი/კურსები ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი ან საინჟინრო ბლოკიდან.
  • რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული არიან კანონმდებლობით დადგენილილ წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე და ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე 2020-2021 სასწავლო წელს ჩარიცხულ შიდა მობილობის მსურველ პირს 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებში მესამე, არჩევით საგნად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ მათემატიკა და გადალახული ჰქონდეთ მინიმალური 20%-იანი ზღვარი.

სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნას ის წინაპირობები, რაც დადგენილია სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისთვის; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე 2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებს შიდა მობილობის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი;

გამოყენებითი გენეტიკის (ინგლისურენოვანი) სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა პირებმა სავალდებულოა წარმოადგინონ ინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებული და ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ენის ფლობას CEFR-ის B2 ან უფრო მაღალ დონეზე. ინგლისური ენის კვალიფიკაციის დასადასტურებლად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:
ა) ოფიციალური საერთაშორისო ენის სერტიფიკატი;
ბ) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა გაცემული უნივერსიტეტის, საშუალო სკოლის ან კოლეჯის მიერ, რომელიც ადასტურებს, რომ წინა საფეხურზე სწავლების ენა იყო ინგლისური;
გ) ინგლისური ენის შემსწავლელი ადგილობრივი ან საერთაშორისო ცენტრის (მაგ. ენების სკოლა) მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აპლიკანტის მინიმუმ B2 დონის შესაბამის ენობრივ კომპეტენციას ენის კურსის დასრულების შემდეგ.

13. ამ ბრძანების მეთორმეტე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინგლისური ენის სერტიფიკატების
მინიმალური ქულებია:

TOEFL

  • paper based PBT 513
  • internet based iBT 65
  • computer based CBT 183

IELTS

  • Academic (Band 5.5)

Cambridge ESOL (English for Speakers of Other Languages)

  • Certificate of Advanced English CAE: 160/Level B2 (also grades A/B/C)
  • First Certificate in English FCE: 160/Grade C (also grades A/B)
  • Business English Certificate (Higher) BEC: 45/Level B2 (also grades A/B/C)
  • Business English Certificate (Vantage) BEC: 60/Grade C (also grades A/B)
  • Business Language Testing Service BULATS: 60 overall
  • PTE (General level 3)
  • PTE Academic (59-75 points)

TELC (The European Language Certificates)

  • TELC English B2: Pass

Michigan (Cambridge Michigan)

  • Examination for the Certificate of Proficiency in English ECPE: Low Pass
  • Examination for the Certificate of Competency in English ECCE: Pass
  • Michigan English Language Assessment Battery (MELAB): B2

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობის მოთხოვნისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომელთა მშობლიური ენა არის ინგლისური ან რომელთაც დაასრულეს ინგლისურენოვანი საშუალო სკოლა/უნივერსიტეტი იმ ქვეყანაში, სადაც ინგლისური წარმოადგენს ოფიციალურ ენას;
იმ შემთხვევაში თუ სტუდენტები ვერ წარმოადგენენ ზემოთ მითითებულ დოკუმენტს, უნდა ჩააბარონ ინგლისური ენის საუნივერსიტეტო ინსტიტუციური გამოცდა/ონლაინ ტესტი, რომელიც შეესაბამება CEFR-ის B2 დონეს.

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების მომზადების შემდეგ, ფაკულტეტი 2 სექტემბრის ჩათვლით დაუკავშირდება იმ სტუდენტებს, რომელთაც მოიპოვეს შიდა მობილობის უფლება. შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2021 წლის 3 სექტემბერი.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც ცხადდება შიდა მობილობა იხილეთ აქ.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: sciences_medicine@iliauni.edu.ge

ბანერები