შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობა სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე გადასვლის მსურველთათვის ან ამავე ფაკულტეტის ფარგლებში ცხადდება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დანართში მითითებულ პროგრამებზე;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის შიდა მობილობის შესახებ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 20 ივლისის 23:59 საათის ჩათვლით;
სტუდენტებმა შიდა მობილობის შესახებ განაცხადი უნდა გააკეთონ სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა „არგუსის“ საშუალებით;
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობის მსურველ პირებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი საგანი:
ა) მათემატიკა;
ბ) გეოგრაფია;
გ) ფიზიკა;
დ) ქიმია;
ე) ბიოლოგია.
სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ამ პუნქტში მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;
ეს არ ეხება სტუდენტებს, რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ გავლილი შესავალი კურსი/კურსები ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი ან საინჟინრო ბლოკიდან, ასევე მათ, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე და ქართულის, როგორც მეორე ენისა, და ინტეგრაციის პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს;
სამაგისტრო პროგრამაზე „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები“ მობილობის მსურველს უნდა ჰქონდეს ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, მათემატიკისა და სტატისტიკის ფართო სფეროს რომელიმე დეტალურ სფეროში, ასევე ინფორმაციულ ტექნოლოგიებში, წარმატებით უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო ზეპირი გამოცდაც.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე შიდა მობილობის მსურველთა რეიტინგი დგება შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ქულების საფუძველზე;
შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადაა 2024 წლის 4 სექტემბერი;
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მილევად პროგრამაზე მობილობის შესაძლებლობას განსაზღვრავს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი და მიღებულ გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აცნობებს მობილობის მსურველ პირს, რათა მან სურვილის შემთხვევაში შეძლოს სხვა ფაკულტეტზე ან პროგრამაზე გადასვლა;
იმ სტუდენტთა მონაცემები, რომლებიც შიდა მობილობას ახორციელებენ იმ საგანმანათლებლო პროგრამებიდან, რომელთა საფასურს სრულად აფინანსებს სახელმწიფო, ამ ბრძანებით დადგენილ ვადებში იურიდიულ სამსახურს მიეწოდოს ინდივიდუალურად.
- დანართი https://iliauni.edu.ge/uploads/other/84/84158.xlsx
- ბრძანება https://iliauni.edu.ge/uploads/other/84/84159.pdf
2024