საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროგრამებზე – 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

ახალი ამბები

გამოცხადდა შიდა მობილობა 2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ცალკე მიღების მქონე პროგრამიდან საერთო მიღების მქონე პროგრამაზე გადასვლის მსურველთათვის საბაკალავრო საფეხურის შემდეგ პროგრამებზე:

  • დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  • ეკოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  • ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
  • ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა).

და სამაგისტრო საფეხურის შემდეგ პროგრამებზე:

  • ბუნების დაცვა და მეტყევეობა (1 ვაკანტური ადგილი)
  • გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია (1 ვაკანტური ადგილი)

გადასვლის შესახებ სტუდენტთა მიერ განცხადებების დაწერის ბოლო ვადაა 2023 წლის 12 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.

2022-2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის განაცხადი შიდა მობილობის შესახებ უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა „არგუსის“ საშუალებით;

2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობის მსურველ პირებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი საგანი:

ა) მათემატიკა;
ბ) გეოგრაფია;
გ) ფიზიკა;
დ) ქიმია;
ე) ბიოლოგია.

ამ პირებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ;

ეს მოთხოვნა არ ეხებათ სტუდენტებს, რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ გავლილი შესავალი კურსი/კურსები ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი ან საინჟინრო ბლოკიდან;

არ ეხებათ სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩარიცხულ სტუდენტებს და ქართულის, როგორც მეორე ენისა, და ინტეგრაციის პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს;

2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომ ჩარიცხულ ჩარიცხულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობის მსურველ პირებს ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები; სად იხურება ბრჭყალები?

2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომ ჩარიცხულმა შიდა მობილობის მსურველმა პირებმა, რომლებიც შიდა მობილობას ახორციელებენ იმ პროგრამაზე, რომელიც მესამე ან/და მეოთხე საგნად ითხოვს იმ საგნისგან განსხვავებული გამოცდის ჩაბარებას, რომლითაც ისინი ჩაირიცხნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჭიროების შემთხვევაში, ფაკულტეტის მოთხოვნის საფუძველზე უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიმღებ პროგრამაზე საჭირო მესამე ან/და მეოთხე გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ გამოცდებში მიღებული ნედლი ქულის მითითებით;

სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნეს სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისთვის დადგენილი წინაპირობები;

2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე საერთო სამაგისტრო გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში გამოცხადებული შიდა მობილობის თაობაზე ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ბრძანებაში.

 2023

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები