საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

შიდა მობილობა ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე

ახალი ამბები

შიდა მობილობის მსურველმა სტუდენტმა 2021 წლის 19 თებერვლის ჩათვლით განცხადება უნდა დაწეროს არგუსიდან შესაბამისი ბლანკით: „ფაკულტეტის ცვლილება“ ან „პროგრამის ცვლილება“.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე 2020-2021სასწავლო წლამდე ჩარიცხულ შიდა მობილობის მსურველ პირებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი საგანი და უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ:

  • მათემატიკა;
  • გეოგრაფია;
  • ფიზიკა;
  • ქიმია;
  • ბიოლოგია.

ეს არ ეხება იმ სტუდენტებს, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხული არიან ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე და ქართულის, როგორც მეორე ენისა, და ინტეგრაციის პროგრამაზე ჩარიცხულ პირებს.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისათვის შიდა მობილობა სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ფარგლებში ცალკე მიღების მქონე პროგრამიდან საერთო მიღების მქონე პროგრამაზე გადასვლის მსურველთათვის გამოცხადდეს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დანართში მითითებულ პროგრამებზე;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე 2020- 2021 სასწავლო წელს ჩარიცხულ შიდა მობილობის მსურველ პირებს 2020 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებში მესამე, არჩევით საგნად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ მათემატიკა და გადალახული ჰქონდეთ მინიმალური 20%-იანი ზღვარი.

შიდა მობილობა არ ცხადდება საბაკალავრო პროგრამის „დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (გეოგრაგია და GIS ტექნოლოგიები, გეოლოგია, გეოფიზიკა) (ძირითადი სპეციალობები)“ მიმართულებაზე – გეოფიზიკა.

სამაგისტრო საფეხურზე შიდა მობილობისას დაცული უნდა იქნეს ის წინაპირობები, რომლებიც დადგენილია სამაგისტრო პროგრამებზე მიღებისთვის;

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო საფეხურზე 2020-2021 სასწავლო წლამდე ჩარიცხულ სტუდენტებს შიდა მობილობის უფლება წარმოეშობათ მხოლოდ იმ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც შეესაბამება მის მიერ ჩაბარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ტიპი;

გამოყენებითი გენეტიკის (ინგლისურენოვანი) სამაგისტრო პროგრამაზე გადასვლის მსურველმა პირებმა სავალდებულოა წარმოადგინონ ინგლისური ენის საერთაშორისოდ აღიარებული და ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს ენის ფლობას CEFR-ის B2 ან უფრო მაღალ დონეზე. ინგლისური ენის კვალიფიკაციის დასადასტურებლად აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტებიდან ერთ-ერთი:

  • ოფიციალური საერთაშორისო ენის სერტიფიკატი;
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა გაცემული უნივერსიტეტის, საშუალო სკოლის ან კოლეჯის მიერ, რომელიც ადასტურებს, რომ წინა საფეხურზე სწავლების ენა იყო ინგლისური;
  • ინგლისური ენის შემსწავლელი ადგილობრივი ან საერთაშორისო ცენტრის (მაგ. ენების სკოლა) მიერ გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს აპლიკანტის მინიმუმ B2 დონის შესაბამის ენობრივ კომპეტენციას ენის კურსის დასრულების შემდეგ.

ინგლისური ენის სერტიფიკატების მინიმალური ქულებია:

TOEFL

  • Paper based PBT 513 • internet based iBT 65
  •  Computer based CBT 183 IELTS
  • Academic (Band 5.5) Cambridge ESOL (English for Speakers of Other Languages)
  •  Certificate of Advanced English CAE: 160/Level B2 (also grades A/B/C) • First Certificate in English FCE: 160/Grade C (also grades A/B)
  •  Business English Certificate (Higher) BEC: 45/Level B2 (also grades A/B/C)
  •  Business English Certificate (Vantage) BEC: 60/Grade C (also grades A/B)
  •  Business Language Testing Service BULATS: 60 overall
  •  PTE (General level 3)
  •  PTE Academic (59-75 points) TELC (The European Language Certificates)
  • TELC English B2: Pass Michigan (Cambridge Michigan)
  • Examination for the Certificate of Proficiency in English ECPE: Low Pass
  •  Examination for the Certificate of Competency in English ECCE: Pass
  •  Michigan English Language Assessment Battery (MELAB): B2

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობის მოთხოვნისგან თავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომელთა მშობლიური ენა არის ინგლისური ან რომელთაც დაასრულეს ინგლისურენოვანი საშუალო სკოლა/უნივერსიტეტი იმ ქვეყანაში, რომელშიც ინგლისური წარმოადგენს ოფიციალურ ენას;

იმ შემთხვევაში, თუ მეთორმეტე პუნქტით განსაზღვრული სტუდენტები ვერ წარმოადგენენ ამავე პუნქტში მითითებულ დოკუმენტს, უნდა ჩააბარონ ინგლისური ენის საუნივერსიტეტო ინსტიტუციური გამოცდა/ ონლაინტესტი, რომელიც შეესაბამება CEFR-ის B2 დონეს;

შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების მომზადების შემდეგ ფაკულტეტი 6 მარტის ჩათვლით დაუკავშირდება იმ სტუდენტებს, რომელთაც მოიპოვეს შიდა მობილობის უფლება.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე იმ პროგრამების ჩამონათვალი, რომლებზეც ცხადდება შიდა მობილობა იხილეთ აქ.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელფოსტაზე: sciences_medicine@iliauni.edu.ge

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები