შეხვედრა სტუდენტებთან დეფიციტური გარემოსდაცვითი პროფესიების შესახებ
ღონისძიებები
18 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდებიან სტუდენტებს და გააცნობენ ინფორმაციას დეფიციტური გარემოსდაცვითი პროფესიებისა (ეკოლოგია, გეოლოგია, ჰიდროლოგია და სხვ.) და დასაქმების შესახებ.
შეხვედრას დაესწრება სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის მოადგილე ეკატერინე ბენდელიანი, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ვასილ გედევანიშვილი, უფროსის მოადგილე მაია ბერაძე და გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის უფროსი ვიკა მეტრეველი.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 18 ოქტომბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
2024