საზაფხულო სკოლა „ტყის მდგრადი მართვის შესახებ აკადემიური გამოცდილების გაზიარება“
ახალი ამბები
16-25 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საზაფხულო სკოლა „ტყის მდგრადი მართვის შესახებ აკადემიური გამოცდილების გაზიარება“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „ECO.Georgia“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის პროცესის მხარდაჭერას.
პროგრამაში ჩართული იყო ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიური ინსტიტუტისა (ETH Zurich) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი. ლექციები გაიმართა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც გაგრძელდა ოთხდღიანი საველე ექსპედიციით თიანეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საბადურის ტყეში. საველე გასვლის დროს მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სამუშაოები ტყის ოპერაციებისა და მდგრადი, ადაპტური მართვის მიმართულებით.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები, ასევე კემბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტი.
სტუდენტებმა შეიძინეს როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა ტყის ადაპტური მართვისა და ტყის ოპერაციების მიმართულებით.
2025