საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საველე ვორკშოფი საქართველოს კლდის ძეგლებზე ზემოქმედი ბუნებრივი საფრთხეების შესაფასებლად

ახალი ამბები

21-25 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ცენტრი „კულტურული მემკვიდრეობა და გარემო“ ფლორენციის უნივერსიტეტთან და იტალიის გარემოს დაცვის ინსტიტუტთან (ISPRA) ერთად გამართავს ერთობლივ საველე ვორკშოპს საქართველოს კლდეში ნაკვეთ ძეგლებზე ზემოქმედი ბუნებრივი საფრთხეების შესაფასებლად, დისტანციური ზონდირების დახმარებით. სამუშაოს კოორდინაციას უწევს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო.

ქართული მხრიდან ვორკშოპს უხელმძღვანელებს კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრის დირექტორი, პროფესორი მიხეილ ელაშვილი ხოლო იტალიური მხრიდან ვორკშოპში მონაწილეობას მიიღებენ: ფლორენციის უნივერსიტეტიდან პროფ. ჯოვანი გიგლი, პროფ. ვილიამ ფროდელა და დრ. ლუკა ლომბარდი ხოლო ISPRA -ს წარმომადგენლები იქნებიან დრ. დანიელე სპიჩინო და პროფ. კლაუდიო მარგოტინი.

სემინარში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი და მაგისტრანტი სტუდენტები, ასევ იტალიელი მაგისტრანტი, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ფლორენციის უნივერსიტეტებს შორის 2021 წლის Erasmus+ გაცვლითი პროგრამით გაფორმებული თანამშრომლობის ფარგლებში, ერთი სემესტრის განმავლობაში სამაგისტრო ნაშრომზე იმუშავებს. ვორკშოპზე სტუდენტები შეისწავლიან ქანების მდგომარეობის აღწერას, დამცავი ღონისძიებების გატარებასა და მონიტორინგს.

საველე ვორკშოფი გაიმართება შემდეგ ლოკაციებზე

21-22 ოქტომბერი, ვარძია

23 ოქტომბერი, უფლისციხე (კლდეში ნაკვეთი ქალაქი)

24 ოქტომბერი, საბერეებისა და მრავალწყაროს კლდეში ნაკვეთი მონასტრები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული კულტურული მემკვიდრეობისა და გარემოს კვლევის ცენტრი, კოლეგებთან ერთად ფლორენციის, ბოლონიისა და მილანის ბოკოკას უნივერსიტეტებიდან და ISPRA-დან უკვე მრავალი წელია კლდეში ნაკვეთ ისტორიულ ძეგლებზე კვლევა-მონიტორინგსა და გამაგრებით სამუშაოებს ახორციელებს. 2014 წელს დაწყებული სამუშაოს შედეგად რეაბილიტირდა ვარძიის კლდეში ნაკვეთი მონასტერი, მუშაობა გრძელდება უფლისციხის, დავით გარეჯისა და ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთ ძეგლებზე.

2021 წელი

ბანერები