საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამეცნიერო სტატია საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალ Botanica Serbica-ში გამოქვეყნდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის „მაღალმთის ეკოსისტემების კვლევითი პროგრამის“ გუნდის წევრებმა (Jana Ekhvaia, Tamar Jolokhava, Arsen Bakhia, Otar Abdaladze) საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალ Botanica Serbica-ში გამოაქვეყნეს სამეცნიერო სტატია "Leaf Shape and size variability of Dryas octopetala L. in the Central Great Caucasus (the Kazbegi region, Georgia)".

ნაშრომში ნაჩვენებია ტრადიციული და თანამედროვე გეომეტრიული მორფომეტრიის მეთოდების გამოყენებით მარადმწვანე ნახევარბუჩქის Dryas octopetala-ს ფოთლის ფორმისა და ზომის პოპულაციათაშორისი მრავალფეროვნება ნიადაგის pH-ის გრადიენტის მიხედვით.

კვლევა ნოვატორული ხასიათისაა, კავკასიის რეგიონსა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე თანამედროვე გეომეტრიული მორფომეტრიის, ე.წ. ლანდმარკების, მეთოდი მცენარეთა ეკოლოგიურ ანალიზში პირველად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევრებმა გამოიყენეს.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია:

2024
ბანერები