საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამეცნიერო კონფერენცია „მეცნიერებიდან უსაფრთხოებამდე: საინჟინრო ამოცანების გადაჭრა“

ღონისძიებები

1-4 ოქტომბერს სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისში“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა [გრანტის ნომერი MG-ISE-23-376] და უკრაინაში სამეცნიერო ტექნოლოგიური ცენტრის მხარდაჭერით გაიმართება კონფერენცია „მეცნიერებიდან უსაფრთხოებამდე: საინჟინრო ამოცანების გადაჭრა“.

მიწისძვრის მოკლევადიანი პროგნოზი შეუძლებელია, ამიტომ მიწისძვრის დროს მსხვერპლისა და ზარალის შესამცირებლად და ასაცილებლად  გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სეისმური საფრთხის სწორ შეფასებას. შეფასების ალბათურ რუკებზეა დამოკიდებული სახელმწიფოს სეისმომედეგი მშენებლობის ნორმები, რომელთა ზედმიწევნით გამოთვლა და ქვეყნის სამშენებლო პოლიტიკაში ასახვა სახელმწიფოს სეისმური  უსაფრთხოების წინაპირობაა.

კონფერენციის მთავარი მიზანია ფართო საზოგადოება გაეცნოს ბოლო 20 წლის განმავლობაში რეგიონში საერთაშორისო პროექტების ფარგლებში წარმოებული სამეცნიერო კვლევების შედეგებს, რომლებიც საფუძვლად დაედო სეისმური საფრთხის შეფასების ახალ რუკებს.

კონფერენციის დღის წესრიგი იხილეთ ბმულზე: https://fss.iliauni.edu.ge/ka/1933-2/

ფორმატი: ჰიბრიდული

დასწრება თავისუფალია ონლაინ შემდეგ ბმულებზე:

Meeting ID: 849 1206 4522

Passcode: 2024

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 1-4 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა: სასტუმრო „ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N64 ა

2024

ბანერები