საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სამაგისტრო პროგრამებზე რეგისტრაცია გახანგრძლივდა –საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება გახანგრძლივდა და გაგრძელდება 29 აგვისტოს 18:00 საათის ჩათვლით რეგისტრაციის ბაზის საშუალებით შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3t22G3h

რეგისტრაციის ზოგადი ინსტრუქცია იხილეთ აქ.

გაითვალისწინეთ, რომ ერთი პირადობის მოწმობით რეგისტრირდებით მხოლოდ ერთხელ, შესაბამისად, რეგისტრაციის დროს მიუთითეთ ყველა სასურველი პროგრამა და ისე გამოგზავნეთ განაცხადი, განაცხადის გამოგზავნის შემდეგ პროგრამას ვეღარ დაამატებთ!

რეგისტრაციის დაწყებამდე მაგისტრანტობის კანდიდატებს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეთ ყველა ასატვირთი დოკუმენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეგისტრაციას ვერ გაივლიან, არასწორად ატვირთული დოკუმენტის შემთხვევაში რეგისტრაცია გაუქმდება! მცდარი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში აპლიკანტს ეკისრება პასუხისმგებლობა! ასატვირთი დოკუმენტების სია განსხვავებულია პროგრამების მიხედვით.

სრული ინფორმაცია იხილეთ მოცემულ ბმულზე: https://bit.ly/38iKk4u

2021 წელი 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები