საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საკვები პროდუქტების მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები „ბადაგონის" ღვინის ქარხანას ეწვივნენ

ახალი ამბები

25 ივნისს საკვები პროდუქტების მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტები და კურსდამთავრებულები ეწვივნენ სს „ბადაგონის" კუთვნილ ღვინის ქარხანას, სადაც გაეცნენ ღვინის წარმოების ტექნოლოგიას, ხარისხის კონტროლის მექანიზმებსა და მეთოდებს, აგრეთვე ამ ტიპის პროდუქტებისადმი დანერგილი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს. „ბადაგონის“ პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს წყნარ ღვინოებს, ცქრიალა ღვინოებსა და ჭაჭას. აღსანიშნავია, რომ ყველა მათგანი შექმნილია ყურძნის მხოლოდ ქართული ჯიშებისაგან. „ბადაგონის“ ღვინოებში შეხვდებით როგორც ქართული ტრადიციული, ასევე ევროპული მეთოდით დამზადებულ ღვინოებს. აღსანიშნავია, რომ „ბადაგონის“ მეღვინეობა მთელ აღმოსავლეთ ევროპაში უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი.

ბანერები