საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საერთაშორისო ფორუმი „კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევები მიმდინარე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივიდან"

ღონისძიებები

20-21 ნოემბერს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება საერთაშორისო ფორუმი „კავკასიის ბიომრავალფეროვნების კვლევები მიმდინარე საერთაშორისო თანამშრომლობის პერსპექტივიდან" (Exploring the Biodiversity of the Caucasus – Insights from ongoing international collaborations).

ფორუმის ორგანიზატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბონის და ჰამბურგის ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტის ერთობლივი კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტი (CaBOL). 

ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე, საქართველოში გერმანიის ელჩი ერნსტ პეტერ ფიშერი, გერმანიის სამეცნიერო ფონდისა (DFG) და ლაიბნიცის კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები.

მოხსენებებით წარდგებიან გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს (BMBF) მიერ დაფინანსებული კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების პროექტის (CaBOL) მონაწილე ახალგაზრდა მეცნიერები.

ფორუმის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდება ლაიბნიცის ბიომრავალფეროვნების ქართულ-გერმანული კვლევითი ცენტრი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 20-21 ნოემბერი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ.N1

დასწრება თავისუფალია

2023

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები