საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორის ვაკანსიას.

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები :

  • სწავლების საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო საფეხურებისთვის მიწოდებული ცხრილის მიხედვით ლექტორებთან განრიგის შეთანხმება, აუდიტორების მოძიება და დაჯავშვნა, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა ”არგუსში” ატვირთვა;
  • საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების სტუდენტთა სასწავლო პროცესის კოორდინირება, სტუდენტებისთვის სასწავლო კურსების დამატება/რეგისტრაცია და სტუდენტთა კრედიტების კონტროლი სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა „არგუსი“-ს კოორდინირება;
  • თავის კომპეტენციების ფარგლებში ლექტორების დავალების შესრულება;
  • სტუდენტებისათვის სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება მეილისა და არგუსის საშუალებით, შემოსულ განცხადებაზე რეაგირება და პასუხის გაცემა ;
  • სტუდენტთა კონსულტაციები: სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე: მომზადებული დასკვნის მიხედვით, გაწერილ საგნებთან და კრედიტებთან დაკავშირებით;
  • აპლიკანტების კონსულტაცია მისაღებ და სასწავლო პროცესებთან დაკავშირებით; ლექტორების საათობრივი მოწვევის დაგეგმვა და რეპორტის მომზადება აკადემიური პერსონალის დატვირთვის ანალიზი;საგამოცდო უწყისების მოწესრიგება/კონტროლი; სწავლების ყველა საფეხურზე საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის უზრუნველყოფა;
  • სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურზე მიღების გამოცხადების, რეგისტრაციის, საგამოცდო სამუშაო პროცესებში მონაწილეობის მიღება;
  • სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება/მოწესრიგება, რექტორის ბრძანება N 02-2443 02/12/2014 გათვალისწინებით (შემოსული დოკუმენტაციის დახარისხება და პირად საქმეებში ჩალაგება, პირადი საქმეებიდან ინფორმაციის მიწოდება მოთხოვნის მიხედვით,როგორც თანამშრომლებისთვის ასევე სტუდენტისთვის და ა.შ, ასლების გადაღება, დოკუმენტების დასკანერება და გადაგზავნა.);
  • დარგობრივი კომისიების სხდომის ოქმების წარმოების ხელისშეწყობა/შენახვა; სტუდენტურ კონფერენციების ორგანიზებაში მონაწილეობა;
  • ფაკულტეტის ქოლ ცენტრის მუშაობაში მონაწილეობა;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენა (მინიმუმ B2 დონე);
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office, Excel);
  • სასურველია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება;
  • სასურველია საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობის გამოცდილება;

ქცევითი კომპეტენციები:

  • ქართულ და ინგლისურ ენებზე წერითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • სიახლეებისადმი ღიაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

სამუშაო ადგილი: თბილისი, ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N 3/5

სამუშაო გრაფიკი – სრული (კვირაში 40 საათი)

სამუშაო დღეები – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით

კონკურსი წარიმართება შემდეგ ეტაპებად:

  1. წარმოდგენილი დოკუმენტების განხილვა;
  2.  გასაუბრება.

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს:

  • რეზიუმე (CV);
  • ენის ფლობის დამადასტურებელი სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის/დიპლომების ასლები, სერტიფიკატები ან ცნობა სწავლის შესახებ;
  • სამოტივაციო წერილი (მნიშვნელოვანია, მასში ჩანდეს კანდიდატის ხედვა, როგორ უპასუხებს მისი ცოდნა და გამოცდილება ვაკანსიით განსაზღვრულ სამუშაო აღწერილობას);

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ საბუთები ელ.ფოსტაზე vacancy@iliauni.edu.ge 2024 წლის 20 იანვრის ჩათვლით.

გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება „საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორი“

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით

2024

ბანერები