საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები 2021-2022

ახალი ამბები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2021-2022 სასწავლო წელს ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები აპელაციისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით:

  • სურსათის მეცნიერება – სია ;    
  • გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი) –  სია ;
  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (მოლეკულური ბიომეცნიერებები) –  სია;  
  • სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (ნეირომეცნიერებები) –  სია;
  • ბუნების დაცვა და მეტყევეობა –  სია ;
  • ეკოლოგია – სია;
  • გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია –  სია;
  • ფიზიკა  და ასტრონომია –  სია.

ხელშეკრულების გაფორმება

მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით გაიარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება:

ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2021 წლის 16-17 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, S კორპუსი, აუდიტორია N103 (მის.: გიორგი წერეთლის ქ.N 3)

ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2021 წლის 20-21 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, S კორპუსი, აუდიტორია N103 (მის.: გიორგი წერეთლის ქ.N3)

იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან უნდა წარმოადგინოს ნოტარიული წესით გაფორმებული მინდობილობა და თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის – 2021 . 16-17 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის – 2021 . 20-21 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე სავალდებულოა წარმოდგენილი იქნას რეგისტრაციის დროს მოთხოვნილი დოკუმენტი (დედანი) სრულყოფილად (იხ. https://bit.ly/3Ad9i1u ).

იმ შემთხვევაში, თუ პროგრამებზე განსაზღვრული მისაღები რაოდენობა არ შეივსება ძირითადი სიებიდან და დარჩება ვაკანტური ადგილები, ფაკულტეტის წარმომადგენელი ხელშეკრულებების გასაფორმებლად 18 სექტემბერს რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომრებზე დაუკავშირდება სათადარიგო სიის კანდიდატებს რეიტინგის მიხედვით, დარჩენილი ვაკანტური ადგილების რაოდენობის შესაბამისად.

თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ სამაგისტრო პროგრამაზე (პროგრამის მიმართულებაზე).

2021 წელი

ბანერები