საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით

ახალი ამბები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2022-2023  ს.წ. შემოდგომის სემესტრისთვის  ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები აპელაციისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გათვალისწინებით:

1. ბუნების დაცვა და მეტყევეობა – სია
2. გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია – სია
3. გამოყენებითი გენეტიკა – სია
4. გამოყენებითი გენეტიკა (ENG) – სია
5. დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები – სია
6. ეკოლოგია – სია
7. საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ENG) – სია
8. სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (მოლეკულური ბიომეცნიერებები, ნეირომეცნიერებები) – სია
9. სურსათის მეცნიერება – სია
10. ფიზიკა და ასტრონომია – სია

ხელშეკრულების გაფორმება

მაგისტრანტობის იმ კანდიდატებთან, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები და მოიპოვეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება, ხელშეკრულება გაფორმდება:

ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2022 წლის 16 და 19 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, S კორპუსი, აუდიტორია N103 (მის.: გიორგი წერეთლის ქ.N 3)

ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2022 წლის 20 და 21 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, S კორპუსი, აუდიტორია N103 (მის.: გიორგი წერეთლის ქ.N3) 

მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს რეგისტრაციის ბაზაში ატვირთული ყველა დოკუმენტი და დამატებით ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები, ასევე თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი:

ა) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით 3x4;

ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი (მნიშვნელოვანია, რომ ჩასარიცხმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმების დროს წარმოადგინონ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი); უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უნდა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი, იმ პირობით, რომ ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის დასრულებამდე წარმოადგენს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებულ აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს – დიპლომს;

დ) პირადობის მოწმობა. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი/საიდენტიფიკაციო ბარათი;

ზ) რეზიუმე (CV);

თ) იმ მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელიც აბარებდა სამაგისტრო პროგრამაზე გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი) ან სამაგისტრო პროგრამაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი), უნდა წარმოადგინოს დანართი თანახმად მოთხოვნილი დოკუმენტი (იმ შემთხვევაში, თუ იგი განთავისუფლდა ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარებისგან).

ი) სამაგისტრო პროგრამის საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი) მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს GMAT (მინიმალური ქულა 550) ან GRE (მინიმალური ქულა 260+3) გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატი (იმ შემთხვევაში, თუ იგი განთავისუფლდა რაოდენობრივი და სიმბოლური მსჯელობის გამოცდის ჩაბარებისგან);

კ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი;

ლ) ხელშეკრულებაზე ხელმოსაწერად საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში მინდობილმა პირმა უნდა წარმოადგინოს სანოტარო წესით გაფორმებული მინდობილობა და თავისი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ერთზე მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება შესაძლებელია გაფორმდეს მხოლოდ ერთ სამაგისტრო პროგრამაზე (პროგრამის მიმართულებაზე).

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

მაგისტრანტობის კანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში (ძირითადი სიისთვის 2022 წ. 16 და 19 სექტემბერი, სათადარიგო სიისთვის – 2022 წ. 20 და 21 სექტემბერი) არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, კარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 2022 წელი

 

ბანერები