საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების პირველადი შედეგები 2021-2022

ახალი ამბები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის გამოცხადებული მიღების ფარგლებში მისაღები გამოცდების შედეგები სამაგისტრო პროგრამებისა და მიმართულებების მიხედვით:

1) ეკოლოგია – შედეგები

2) გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი) – შედეგები

 ინგლისური ენის გამოცდა  შედეგები

3) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები 

მოლეკულური ბიომეცნიერებები  შედეგები

ნეირომეცნიერებები  შედეგები

4) ბუნების დაცვა და მეტყევეობა – შედეგები

5) ფიზიკა და ასტრონომია – ზეპირი გამოცდის შედეგები, წერითი გამოცდის შედეგები

6) გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია  შედეგები

7) სურსათის მეცნიერება –  შედეგები 

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცედურები:

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ მაგისტრანტობის კანდიდატს შევსებული და ხელმოწერილი საპრეტენზიო განაცხადი შეუძლია სურვილისამებრ გამოგზავნოს 2021 წლის 9 და 10 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ელექტრონულ მისამართზე: sciences_medicine@iliauni.edu.ge.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე საპრეტენზიო განაცხადების განხილვა გაიმართება 2021 წლის 14 სექტემბერს.

საბოლოო შედეგების გამოცხადება

2021 წლის 15 სექტემბერს აპელაციის შედეგების გათვალისწინებით უნივერსიტეტის ვებგვერდზე ერთი თვით განთავსდება მაგისტრანტობის კანდიდატთა შეფასებები რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის, ფაკულტეტისა და პროგრამის მითითებით.

საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით ჯერ არ არის ცნობილი. აპელაციის შედეგების გამოცხადებისთანავე ეს ინფორმაცია აისახება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ჩასარიცხ კანდიდატთა სიებზე.

სხვა დეტალები მაგისტრატურაში გამოცხადებული მიღების თაობაზე შეგიძლიათ იხილოთ: https://bit.ly/2X0spgy

2021 წელი

 

ბანერები