საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის 2021-2022 ს.წ სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდის განრიგი

ახალი ამბები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის 2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების განრიგი, რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის მითითებით, პროგრამების და მიმართულებების მიხედვით :

  • სურსათის  მეცნიერება - განრიგი 
  • გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი)     -  გამოცდა გაიმართება 6 სექტემბერს;  გამოცდის განრიგი გამოქვეყნდება  ინგლისური ენის გამოცდის შედეგების გამოცხადების შემდეგ 
  • ეკოლოგია - განრიგი  
  • გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია - განრიგი
  • სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებები (მოლეკულური ბიომეცნიერებები) - განრიგი 
  • სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებები (ნეირომეცნიერებები) - განრიგი   
  • ბუნების დაცვა და მეტყევეობა  - განრიგი
  • ფიზიკა და ასტრონომია  წერითი გამოცდა -გამოცდა გაიმართება 4 სექტემბერს 11 საათიდან:  განრიგი
  • ფიზიკა და ასტრონომია  ზეპირი გამოცდა - გამოცდა გაიმართება  7 სექტემბერს 11 საათიდან;  განრიგი  გამოქვეყნდება წერითი გამოცდის შედეგების გამოცხადების შემდეგ
  • ინგლიური ენის  გამოცდა -  განრიგი

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის გამოცდები გაიმართება დისტანციურად, ელექტრონული პლატფორმა Zoom - ის გამოყენებით. ელ. პლატფორმის გადმოწერაზე, შესაბამისი ტექნიკური (აუდიო და ვიდეო) პარამეტრების გამართვაზე, ასევე მის სივრცეში უწყვეტი ინტერნეტ კავშირის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლია მაგისტრანტობის კანდიდატი.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ და წინასწარ გადაამოწმოთ გამოცდის დისტანციურად ჩაბარებისთვის მზაობა და გამოცდის დროს აუცილებლად ხელთ იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას ონლაინ.

Zoom-ის გამოცდის ბმული/ლინკს გამოგიგზავნით ფაკულტეტის კოორდინატორი

ზეპირი გამოცდის ფორმატი შემდეგია:

1. მიმღებ კომისიასთან ჩართვა განხორციელდება თანმიმდვრულად, განრიგში მითითებული საათის/პერიოდის თანახმად;

2. თქვენი განრიგის საათის თანახმად უნდა განახორციელოთ ფაკულტეტის კოორდინატირის მიერ გამოგზავნილ ლინკზე შემოსვლა და დაელოდოთ Zoom - ის "მოსაცდელ ოთახში". რიგითობით განხორციელდერბა ჩართვა საგამოცდო კომისისთან.

3. სავალდებულოა მონიტორთან იქონიოთ თქვენი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩართვისთანავე კამერასთან მიიტანოთ და აჩვენოთ კომისიის წევრებს

წერითი გამოცდა (ფიზიკისა და ასრტრონომიის სამაგისტრო პროგრამისთვის) :

აპლიკანტის მიერ რეგისტრაციის დროს მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოიგზავნება Zoom- ის ლინკი, სადაც წერითი გამოცდის დაწყების წინ აპლიკანტი უნდა შემოვიდეს და დაადასტურის ვინაობა პირადობის მოწმობის წარდგენით.

ამის შემდეგ აპლიკანტი მიიღებს საგამოცდო ბილეთის ლინკს Google Form ფორმატით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ აპლიკანტს მოეთხოვება კამერის ჩართვა გამოცდის მსვლელობისას!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგები აპელაციის გათვალისწინებით ჯერ არაა ცნობილი. ყველა კონკურსანტი დაშვებული იქნება მისაღებ გამოცდაზე, ხოლო საერთო სამაგისტრო გამოცდის აპელაციის შედეგების გამოცხადებისთანავე ეს ინფორმაცია აისახება ჩასარიცხ კანდიდატთა სიის შედგენაზე.

 
2021 წელი
ბანერები