საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესისკოორდინატორის ვაკანსია

ვაკანსიები ადმინისტრაციულ დამხმარე თანამდებობებზე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების და მედიცინის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის კოორდინატორის  პოზიციაზე

ძირითადი ფუნქცია- მოვალეობები

  • სასწავლო პროგრამების ცხრილის დაგეგმვა, მენეჯმენტი და სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემაში ასახვა;
  • საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო პროგრამების სტუდენტთა  სასწავლო პროცესის კოორდინირება, სტუდენტებისთვის სასწავლო კურსების  დამატება/რეგისტრაცია და სტუდენტთა კრედიტების კონტროლი, საგამოცდო უწყისების მოწესრიგება/კონტროლი;
    • სტუდენტებისათვის სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდება, შემოსულ განცხადებაზე რეაგირება და პასუხის გაცემა;
    • სტუდენტთა კონსულტაციები სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე მომზადებული დასკვნის მიხედვით, გაწერილ საგნებთან და კრედიტებთან დაკავშირებით;
    • აპლიკანტების  კონსულტაცია  მისაღებ პროცედურებთან და სასწავლო პროცესთან დაკავშირებით;
    • პერსონალის დატვირთვის რეპორტინგი და ანალიზი;
    • სწავლების ყველა საფეხურზე საკვალიფიკაციო ნაშრომების დაცვის პროცესის უზრუნველყოფა;
    • სტუდენტთა პირადი საქმეების წარმოება/მოწესრიგება;
    • სტუდენტურ კონფერენციების/ფაკულტეტის საჯარო ღონისძიებების ორგანიზებაში მონაწილეობა;

მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Office);
  • უმაღლესი განათლების შესახებ კანონის ცოდნა;

ქცევითი კომპეტენციები:

  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი როგორც წერილობითი ასევე ზეპირი;
  • დეტალებსა და შედეგზე ორიენტაციის უნარი;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • სიახლეებისადმი ღიაობის უნარი.
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დროის მართვის უნარი.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: თბილისი,ჩოლოყაშვილის 3/5;
  • სამუშაო გრაფიკი – სრული (კვირაში 40 საათი);
  • სამუშაო დღეები – ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;

კანდიდატმა ელექტრონული ფორმით ერთ ფაილად უნდა წარმოადგინოს: 

  • რეზიუმე (CV) რეკომენდატორების მითითებით; 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ სრული CV ელ.ფოსტაზე  vacancy@iliauni.edu.ge 2024 წლის  18 აგვისტოს  ჩათვლით. გთხოვთ, წერილის საგნის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება სასწავლო პროცესის კოორდინატორი

ყურადღება: დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს გასაუბრებისთვის!

თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში დაწესებულების მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კონკურსის შედეგების საფუძველზე არჩეული კანდიდატს თავდაპირველად უფორმდება შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით.

2024

ბანერები