


რეგისტრაცია სამეცნიერო წერის ტრენინგზე
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს რეგისტრაციას სამეცნიერო წერის 5-დღიან ტრენინგზე, რომელიც ილიაუნის და კალიფორნიის სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტის ორგანიზებით 7-11 ივლისს გაიმართება ილიაუნის ყაზბეგის ბაზაზე.
ტრენინგს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი დავით ოთიაშვილი და კალიფორნიის უნივერსიტეტის პროფესორები ალი მირზაზადე და ვილი მაკფარლანდი. ტრენინგი განკუთვნილია მაგისტრანტებისთვის, დოქტორანტებისთვის, აკადემიური პერსონალისთვის, კლინიცისტებისთვისა და ბიომედიცინის, კლინიკური, ფსიქოსოციალური, ეპიდემიოლოგიური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე მკვლევრებისთვის.
მიზანი
ტრენინგი მიზნად ისახავს მონაწილეთა მხარდაჭერას სამეცნიერო ნაშრომების შექმნის, დახვეწისა და საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად მომზადებისთვის. პროგრამა მოიცავს ლექციებს ექსპერტების ხელმძღვანელობით, დისკუსიებს, ტექსტის რეალურ დროში რედაქტირებას და ინდივიდუალურ მენტორობას.
ტრენინგში მონაწილეები შეძლებენ გამოიყენონ სპეციალურად შექმნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) მენტორი, რომელიც დაეხმარება სამეცნიერო ტექსტების სტრუქტურის ჩამოყალიბებასა და ხარისხის გაუმჯობესებაში.
სასწავლო მეთოდები
ტრენინგი ინტეგრირებულია შემდეგი კომპონენტები:
- ლექციები და დისკუსიები სამეცნიერო წერის ტექნიკები;
- მონაწილეთა პრეზენტაციები და უკუკავშირის სესიები;
- ტექსტების რედაქტირება რეალურ დროში;
- AI მენტორის გამოყენება ტექსტების გასაუმჯობესებლად;
- ინდივიდუალური კონსულტაციები და მენტორობა.
პირობები
ტრენინგში მონაწილეობა არის უფასო. ორგანიზატორები უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებას თბილისიდან ყაზბეგში, განთავსებასა და კვებას.
განაცხადის წარდგენის პროცედურა
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ ონლაინგანაცხადის ფორმა: განაცხადის ფორმა
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2025 წლის 10 ივნისი, 22:00 საათი (საქართველოს დროით).
დამატებითი ინფორმაცია
ტრენინგის დეტალური პროგრამა და დღის წესრიგი ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
2025