საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ მორგან ბომზელის საჯარო ლექცია „განგრძობითი COVID-ის პათოგენეზის მექანიზმები“

ღონისძიებები

21 მაისს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში კოჩინის ინსტიტუტის (პარიზი, საფრანგეთი) HIV-ის ლორწოვან გარსში შესვლისა და მუკოზური იმუნიტეტის ლაბორატორიის ხელმძღვანელი მორგან ბომზელი წაიკითხავს საჯარო ლექციას „განგრძობითი COVID-ის პათოგენეზის მექანიზმები“.

ლექცია მიეძღვნება პოსტპანდემიური მედიცინის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას − გრძელვადიანი COVID-ის (Long COVID) ფენომენს. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია ოფიციალურად დასრულებულია, SARS-CoV-2-ის გავრცელება გრძელდება და ვირუსის ახალი ვარიანტები კვლავ იჩენს თავს. ამ ფონზე სულ უფრო თვალსაჩინო ხდება ინფიცირებულთა ნაწილისთვის დამახასიათებელი ხანგრძლივი სიმპტომები, რომლებიც ინფიცირებიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ვლინდება. 

პროფესორი ბომზელი მიმოიხილავს ამ პათოლოგიის ძირითადი მექანიზმების უახლეს მეცნიერულ კვლევებს, განიხილავს სიმპტომებს, მათ შორის ქრონიკულ დაღლილობას, კოგნიტურ დისფუნქციასა და გულსისხლძარღვთა სისტემის დარღვევებს და აუდიტორიას გააცნობს პროცესის გააზრების უახლეს სამეცნიერო მიღწევებს.

ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი მორგან ბომზელი CNRS-ის კვლევითი დირექტორი და ლორწოვანი იმუნიტეტისა და ვირუსული პათოგენეზის წამყვანი მკვლევარია. იკვლევს HIV-ისა და Long COVID-ის მექანიზმებს, იმუნურ პასუხებსა და ანტივირუსული თერაპიების განვითარებას. მუშაობდა ევროპისა და ამერიკის წამყვან ინსტიტუტებში, თანამშრომლობს საერთაშორისო სამეცნიერო ჯგუფებთან.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო:  21 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2025

ბანერები