პროფესორ ლევან ტიელიძის საჯარო ლექცია
ღონისძიებები
3 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის ასოცირებული პროფესორი, ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი ლევან ტიელიძე წაიკითხავს ორნაწილიან საჯარო ლექციას.
მომხსენებელი ისაუბრებს 2023-2024 წლების ანტარქტიდულ ექსპედიციაზე, რომლის დროსაც უშუალოდ მისი მონაწილეობით კომპლექსურად იქნა შესწავლილი აღმოსავლეთ ანტარქტიდის დენმენის მყინვარი.
მეორე ნაწილში განიხილავს კავკასიონის მყინვარების დღევანდელ მდგომარეობასა და ძველი გამყინვარება-კლიმატის რეკონსტრუქციის მცდელობებს.
მომხსენებლის შესახებ
ლევან ტიელიძემ 2016 წელს საქართველოში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია, 2022 წელს კი – მეორე სადოქტორო დისერტაცია ახალი ზელანდიის ანტარქტიკის კვლევით ცენტრში. ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია გლაციოლოგიის მიმართულებით და ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის მკვლევარი.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 3 ოქტომბერი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ N3/5
დასწრება თავისუფალია.
2024