საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ არიფ ქივრაქის საჯარო ლექცია „წამლების დიზაინი და რეაქციები“

ღონისძიებები

16 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში Erasmus+ ფარგლებში ქ. ესქიშეჰირის (თურქეთის რესპუბლიკა) ოსმან გაზის უნივერსიტეტის პროფესორი ქიმიის მიმართულებით, მეცნ. დოქტორი არიფ ქივრაქი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „წამლების დიზაინი და რეაქციები“.

ლექცია საინტერესო იქნება ბიოლოგიის, ფარმაკოქიმიისა და მედიცინის მიმართულების სტუდენტებისთვის.

მომხსენებლის შესახებ:

პროფ. არიფ ქივრაქს სადოქტორო დისერტაცია ორგანულ ქიმიაში აქვს დაცული. მისი კვლევის სფეროებია:

  • ფარმაცევტული დიზაინი;
  • არომატული ნაერთების ქიმია;
  • ფარმაცევტული აქტიური ინგრედიენტები;
  • ორგანული რეაქციის მექანიზმები.

იგი 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის და 4 წიგნის ავტორია, ჩართულია სხვადასხვა სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. მონაწილეობა აქვს მიღებული 25-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში.

H Index: Scopus: 13 ; Scholar: 14

CITATIONS: Web Of Science: 543 (Withoutself citations: 540) Google Scholar: 784

დრო: 16 ივნისი, 16:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

ადგილი: G 106 აუდიტორია

დასწრება თავისუფალია.

საჯარო ლექცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით.

პლატფორმა ზუმის ბმული: https://bit.ly/3NMkjO1

2022 წელი

ბანერები