საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ არიფ ქივრაქის საჯარო ლექცია „მეცნიერების ისტორია“

ღონისძიებები

15 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G 106 აუდიტორიაში Erasmus+ ფარგლებში ქ. ესქიშეჰირის (თურქეთის რესპუბლიკა) ოსმან გაზის უნივერსიტეტის პროფესორი ქიმიის მიმართულებით, მეცნ. დოქტორი არიფ ქივრაქი გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „მეცნიერების ისტორია“.

მომხსენებელი ყურადღებას გაამახვილებს აღმოსავლეთის ქვეყნებში მეცნიერების განვითარების საფეხურებზე.
ლექცია საინტერესო იქნება როგორც საბუნებისმეტყველო პროფესიების, ასევე ისტორიისა და საზოგადოებრივი სპეციალობის სტუდენტებისთვის.

მოწოდებული ინფორმაცია გამოსადეგი იქნება ქიმიის პედაგოგებისთვის გაკვეთილების გამრავალფეროვნების თვალსაზრისით.

მომხსენებლის შესახებ:

პროფ. არიფ ქივრაქს სადოქტორო დისერტაცია ორგანულ ქიმიაში აქვს დაცული. მისი კვლევის სფეროებია:

  • ფარმაცევტული დიზაინი;
  • არომატული ნაერთების ქიმია;
  • ფარმაცევტული აქტიური ინგრედიენტები;
  • ორგანული რეაქციის მექანიზმები.

იგი 40-ზე მეტი სამეცნიერო სტატიისა და 4 წიგნის ავტორია, ჩართულია სხვადასხვა სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში. მონაწილეობა აქვს მიღებული 25-ზე მეტ საერთაშორისო კონფერენციასა და სიმპოზიუმში.

H Index: Scopus: 13 ; Scholar: 14

CITATIONS: Web Of Science: 543 (Withoutself citations: 540) Google Scholar: 784

დრო: 15 ივნისი, 12:00 საათი

სამუშაო ენა: ინგლისური

ადგილმდებარეობა: G 106 აუდიტორია

საჯარო ლექცია ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართება და მასზე დასწრება შესაძლებელი იქნება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ისე დისტანციურად პლატფორმა ზუმის საშუალებით.

პლატფორმა ზუმის ბმული: https://bit.ly/3NLZCC4

2022 წელი

ბანერები