ორდღიანი პრაქტიკული ვორქშოპი „მოგზაურობა სიცოცხლის მოლეკულებში ჯანსაღი მომავლისთვის“
ახალი ამბები
14-15 დეკემბერს საქართველოს ბიოქიმიკოსთა ასოციაცია (AGB) ევროპის ბიოქიმიის საზოგადოებათა ფედერაციისა (FEBS) და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით თელავის ტექნოპარკში გამართავს ორდღიან პრაქტიკულ ვორკშოპს „მოგზაურობა სიცოცხლის მოლეკულებში ჯანსაღი მომავლისთვის“.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ახალგაზრდა მკლევრები, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, აგრარული უნივერსიტეტის, ივ. ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის მოწინავე მეცნიერები.
ვორკშოპი საინტერესო იქნება მეცნიერებით გატაცებული ცნობისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ ჩაუღრმავდნენ ბიოქიმიის სამყაროს და გაეცნონ იმ საკვანძო პროცესებს, რომლებიც საფუძვლად უდევს ცოცხალი სისტემის ფუნქციონირებას. ბიოქიმიის ცოდნა საჭირო არ არის, მაგრამ წახალისებული იქნება აღმოჩენითა და კვლევით გატაცება.
მივესალმებით X, XI და XII კლასების მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ მონაწილეობა პრაქტიკულ ექსპერიმენტებსა და ინტერაქტიულ ლექციებში.
ვორკშოპის მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერტიფიკატი.
დაინტერესებულ მოსწავლეებს 5 დეკემბრის ჩათვლით რეგისტრაცია შეუძლიათ ბმულზე : https://forms.gle/9B7B4Gbtqr6iyy2C6
2024