საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მზის მაგნიტური ციკლი - მეცნიერ მაუსუმი დიკპატის ონლაინლექცია

ღონისძიებები

3 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის ასტრონომიისა და ასტროფიზიკის დეპარტამენტის ორგანიზებით ასტრონომიასა და ასტროფიზიკაში ონლაინსემინარების ფარგლებში მეცნიერი მაუსუმი დიკპატი წაიკითხავს ონლაინლექციას „მზის მაგნიტური ციკლი“. 

მაუსუმი დიკპატი High Altitude Observatory-ის (აშშ) უფროსი მეცნიერი და მზის მაგნიტური დინამოს ცნობილი ექსპერტია. მას მრავალწლიანი სამეცნიერო თანამშრომლობა აკავშირებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოსმოსური კვლევების ცენტრის პროფესორებსა და მკვლევრებთან.  

თემის მოკლე მიმოხილვა

მზის მაგნიტური აქტიურობა იცვლება სხვადასხვა დროითი პერიოდებით. ყველაზე გამოკვეთილია 11-წლიანი ციკლი მზის ლაქების რიცხვის პერიოდული ცვლილებით. ციკლისთვის ასევე დამახასიათებელია ლაქების დრეიფი ეკვატორისკენ და პოლარული მაგნიტური სტრუქტურების გადაადგილება პოლუსებისკენ, რაც აიხსნება დინამო თეორიიით. მზის აქტიურობაში ასევე დაიმზირება შედარებით მოკლე დროითი ცვლილებები – 5 თვიდან 2 წლამდე პერიოდებით.

მომხსენებელი ისაუბრებს აღნიშნული ციკლების მაგნიტოჰიდროდინამიკურ თვისებებზე, ასევე დედამიწაზე მზის მაგნიტური აქტიურობის გავლენაზე კოსმოსური ამინდის საშუალებით. 

ფორმატი: შეხვედრა გაიმართება ზუმში 

სამუშაო ენა: ინგლისური 

დრო: 3 მაისი, 19:00 საათი 

დასწრება თავისუფალია. 

2024 წელი

 

ბანერები