ღონისძიებები
24 იანვარი, 2025
ახალი ამბები
14 იანვარი, 2025
30 დეკემბერი, 2024
მომავალ ფიზიკოსთა X ფესტივალის ფინალური კონფერენცია
ღონისძიებები
30 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება მომავალ ფიზიკოსთა მეათე ფესტივალის ფინალური კონფერენცია.
ფიზფესტი 2013 წლიდან თეორიული ფიზიკის ინსტიტუტის (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ორგანიზებით ყოველწლიურად ტარდება როგორც სამეცნიერო-შემეცნებითი კონფერენცია უფროსკლასელებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის.
მისი მიზანია ფიზიკით დაინტერესებული, ცნობისმოყვარე ახალგაზრდების, „მომავალი ფიზიკოსების“, აღმოჩენა, წახალისება, დამოუკიდებელი კვლევა-ძიებისადმი ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერება და რეალიზაცია.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 30 დეკემბერი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ.წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2024