საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება მედიცინის სკოლის დერმატო-ვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამაზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის სკოლა აცხადებს მიღებას დერმატო-ვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამაზე.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 2


მიღების ეტაპები

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

სარეზიდენტო პროგრამაზე მოხვედრის მსურველებმა 2022 წლის 24 ოქტომბრის ან 10 ნოემბრის 18:00 საათის ჩათვლით ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გამოგზავნონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის სკოლის ელექტრონულ მისამართზე: medicine@iliauni.edu.ge

გამოსაგზავნი დოკუმენტების ჩამონათვალი

  • განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მისთვის სასურველი პროგრამა;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტი ასლი;
  • ერთსაფეხურიანი პროგრამით მიღებული ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
  • 3X4 ზომის ფოტოსურათის ელვერსია;
  • მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);
  • ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა / ცნობა;
  • სხვა სარეზიდენტო პროგრამაში გავლილი მოდულების ჩამონათვალი და დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო ვალიდურ სერტიფიკატებად ილიაუნი აღიარებს: (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 65 score); IELTS (მინიმუმ 5.5); მინიმუმ FCE); ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი;
  • საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მეორე ეტაპი:

გასაუბრება მისაღებ კომისიასთან შემდეგი შემადგენლობით

გასაუბრება მისაღები კომისიის წინაშე ჩატარდება 2022 წლის 16 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5).

დეტალური ინფორმაცია გასაუბრების პირობების შესახებ 14 ნოემბერს დაიდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სიახლე“.

გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 17 ნოემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით

მაძიებელმა საპრეტენზიო განაცხადი გასაუბრების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2022 წლის 18 ნოემბერს (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5).

მაძიებლების საპრეტენზიო განაცხადს მედიცინის სკოლის საბჭო განიხილავს 2021 წლის 21 ნოემბერს.

გასაუბრების საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე სარეზიდენტო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით გამოქვეყნდება 22 ნოემბერს ფაკულტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სიახლე“.

რეზიდენტურაში სწავლის დაწყების თარიღი: 2022 წლის 1 დეკემბერი


ხელშეკრულების გაფორმება

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2022 წლის 24 ნოემბერს H-118 ოთახში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5).

სარეზიდენტო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

  • პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი); ბ). ორი ფოტოსურათი 3x4-ზე;
  • მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამით მიღებული ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან, იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი);
  • სხვა სარეზიდენტო პროგრამაზე გავლილი მოდულების ჩამონათვალი და დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
  • იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სარეზიდენტო პროგრამაზე ჩასარიცხად.

დეტალური ინფორმაცია მიღების პროცედურებსა და ვადებზე გაწერილია ბრძანებაში N 2091-03. ბრძანება იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3FgMZgR

დამატებითი ინფორმაციისთვის
medicine@iliauni.edu.ge

2022 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები