მიღება ილიაუნის მედიცინის სკოლის დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამაზე
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის სკოლა აცხადებს მიღებას დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამაზე.
ვაკანტური ადგილები: 3
მიღების ეტაპები
პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია
სარეზიდენტო პროგრამაზე მოხვედრის მსურველებმა 20-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით ქვემოთ მითითებული დოკუმენტები უნდა გამოგზავნონ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის სკოლის ელექტრონულ მისამართზე medicine@iliauni.edu.ge
- განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მისთვის სასურველი პროგრამა;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტი ასლი;
- ერთსაფეხურიანი პროგრამით მიღებული ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
- 3X4 ზომის ფოტოსურათის ელვერსია;
- მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულებისათვის);
- ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა / ცნობა;
- სხვა სარეზიდენტო პროგრამაში გავლილი მოდულების ჩამონათვალი და დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში); (ინგლისური ენის ცოდნის მინიმუმ B2 დონეზე ფლობის დამადასტურებელ საერთაშორისო ვალიდურ სერტიფიკატებად ილიაუნი აღიარებს: (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 65 score); IELTS (მინიმუმ 5.5); მინიმუმ FCE); ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი;
- საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
მეორე ეტაპი: გასაუბრება მისაღებ კომისიასთან
კომისიის წევრები:
- ლალი მეკოკიშვილი, ექიმი დერმატოვენეროლოგი, ილიას სახელმწიფო უნვერსიტეტის დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი;
- მაია დათუაშვილი, ექიმი დერმატოვენეროლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამის მოდულების ხელმძღვანელი;
- ივანე აბიათარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის ხელმძღვანელი.
გასაუბრებაზე კანდიდატებს აფასებენ და სარეიტინგო სია დგება შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
- ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი;
- დარგობრივი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საექიმო პრაქტიკული/კვლევითი გამოცდილება/პუბლიკაციები/მოხსენება კონფერენციაზე.
გასაუბრება მისაღები კომისიის წინაშე ჩატარდება 30 ოქტომბრის 15 საათიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5). გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება 3 ნოემბერს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.
საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით მაძიებელმა საპრეტენზიო განაცხადი გასაუბრების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 5 ნოემბრამდე (10:00-დან 18:00 საათამდე) უნივერსიტეტის კანცელარიაში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5).
მაძიებლების საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს მედიცინის სკოლის საბჭო.
გასაუბრების საბოლოო შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე სარეზიდენტო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია პირადი ნომრის მითითებით 17 ნოემბერს გამოქვეყნდება ფაკულტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სიახლე“.
ხელშეკრულების გაფორმება
ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2025 წლის 19 და 20 ნოემბერს H-118 ოთახში (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5).
სარეზიდენტო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:
- პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი);
- ორი ფოტოსურათი 3x4-ზე;
- მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამით მიღებული ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი);
- სხვა სარეზიდენტო პროგრამაზე გავლილი მოდულების ჩამონათვალი და დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
- სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
- იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეზიდენტო პროგრამაზე ჩასარიცხად.
დეტალური ინფორმაცია მიღების პროცედურებსა და ვადებზე იხილეთ ბრძანებაში (N1973-03).
2025