


მიღება ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე – საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას ახალ ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე – საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა.
პროგრამა მიზნად ისახავს სექტორის პროფესიონალებს მისცეს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პოლიტიკის სფეროსთვის საჭირო თანამედროვე სტანდარტების სიღრმისეული და სისტემატური ცოდნა და უნარი ინდივიდების, ჯგუფებისა და მოსახლეობის ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად.
პროგრამა შექმნილია ევროპის რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლების ასოციაციის (ASPHER), ასევე საერთაშორისო ანალოგების მიერ აღიარებული მოთხოვნებისა და სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.
პროგრამის შემუშავების პროცესში ჩართული იყვნენ პროგრამის პროფესორები:
- ივანე აბიათარი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მედიცინის სკოლის დირექტორი;
- ნინო მირზიკაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;
- გიორგი გოცაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, პროგრამის თანახელმძღვანელი, საერთაშორისო ფონდის „კურაციო“ დირექტორი, პროგრამის თანახელმძღვანელი;
- აკაკი ზოიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი. მუშაობს ჯანდაცვის პოლიტიკასა და სისტემებზე;
- იაგორ კალანდაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პინეო სამედიცინო ეკოსისტემის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე.
სამაგისტრო პროგრამაზე მიღებისთვის საჭირო პროცედურების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3BE58U6
პროგრამის ღია კარის დღე იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3oRbzLK
პროგრამის შესახებ ვრცლად ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3JsiIM6
2022 წელი