საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე

ინფორმაცია რეგისტრაციის, გამოცდების  ვადების, წინაპირობების და წარმოსადგენი დოკუმენტების შესახებ

სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრისთვის აცხადებს მიღებას შემდეგ სადოქტორო პროგრამებზე:

1. ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა ,,მედიცინა” - 3 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა:
დიპლომირებული მედიკოსის კვალიფიკაცია.

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა

კვლევითი უნარების დასადასტურებლად აპლიკანტს მოეთხოვება:

  • ჯანდაცვის და ბიომედიცინის სფეროში შესრულებული წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია, ნაშრომი წარმოდგენილი სათაურით და აპლიკანტის ავტორობით/თანაავტორობით უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ-რესურსებში;
  • ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს აპლიკანტის ღონისძიებაში მონაწილეობას ზეპირი ან სასტენდო მოხსენებით.
  • ან/და მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტში აღწერილი უნდა იყოს ძირითადი მოვალეობები;

მიღების პროცედურის დოკუმენტები:

2. ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვა’’-  10  ვაკანტური ადგილი 

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, მედიცინის სფეროს მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ეკონომიკისა და მენეჯმენტის დარგში მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, რომელიც დასტურდება დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილით.

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა;

კვლევითი უნარების დასადასტურებლად აპლიკანტს  მოეთხოვება:

  • ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ სფეროში შესრულებული  წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია. ნაშრომი წარმოდგენილი სათაურით და აპლიკანტის ავტორობით/თანაავტორობით უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ-რესურსებში;
  • ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა  და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს აპლიკანტის ღონისძიებაში მონაწილეობას ზეპირი ან სასტენდო მოხსენებით.
  • ან/და მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტში აღწერილი უნდა იყოს ძირითადი მოვალეობები;

მიღების პროცედურის დოკუმენტები:

3.ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამა ,,ეკოლოგია’’– 7 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი შემდეგი მიმართულებებით: ბიოლოგიური და მასთან დაკავშირებული მეცნიერებები; გარემო; დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები; საბუნებისმეტყველო მეცნიერებები (ინტერდისციპლინური), სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია.

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა;

კვლევითი უნარების დასადასტურებლად აპლიკანტს  მოეთხოვება:

  • ბიომრავალფეროვნების, სოფლის მეურნეობის ან გარემოს დაცვის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია. ნაშრომი წარმოდგენილი სათაურით და აპლიკანტის ავტორობით/თანაავტორობით უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ-რესურსებში;
  • ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • ან/და მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტში აღწერილი უნდა იყოს ძირითადი მოვალეობები;

მიღების პროცედურის დოკუმენტები:

4.,,მოლეკულური ბიოლოგია და ნეირომეცნიერებები’’ - 5 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა:

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ბიოლოგიურ და მასთან დაკავშირებულ მეცნიერებებში, ჯანდაცვის სფეროში, ფსიქოლოგიის სფეროში.

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა;

კვლევითი უნარების დასადასტურებლად აპლიკანტს  მოეთხოვება:

  • ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია. ნაშრომი წარმოდგენილი სათაურით და აპლიკანტის ავტორობით/თანაავტორობით უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ-რესურსებში;
  • ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა  და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს აპლიკანტის ღონისძიებაში მონაწილეობას ზეპირი ან სასტენდო მოხსენებით;
  • ან/და მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტში აღწერილი უნდა იყოს ძირითადი მოვალეობები.

მიღების პროცედურის  დოკუმენტები:

5.„დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები’’ - 2 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა:

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებებში, გეოლოგიაში, გეოგრაფიაში, გეოფიზიკაში ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ნებისმიერ დეტალურ სფეროში, ასევე, მათემატიკაში, კომპიუტერულ მეცნიერებებში, სამთო საქმესა და გეოლოგიის მენეჯმენტში, არქეოლოგიაში, ინჟინერიის ისეთ დეტალურ სფეროში როგორიცაა, გარემოს დაცვის ტექნოლოგია, სამთო საქმე და მოპოვება, ინჟინერია და საინჟინრო საქმე - არაკლასიფიცირებული, საინჟინრო ფიზიკა, საინჟინრო გეოდეზია და გეოინფორმატიკა.

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა;

კვლევითი უნარების დასადასტურებლად აპლიკანტს  მოეთხოვება:

  • ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ ან/და მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია. ნაშრომი წარმოდგენილი სათაურით და აპლიკანტის ავტორობით/თანაავტორობით უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ-რესურსებში;
  • ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა  და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს აპლიკანტის ღონისძიებაში მონაწილეობას ზეპირი ან სასტენდო მოხსენებით.
  • ან/და მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტში აღწერილი უნდა იყოს ძირითადი მოვალეობები.

მიღების პროცედურის დოკუმენტები:

6.“ფიზიკა ა ასტრონომია“ -2 ვაკანტური ადგილი

პროგრამაზე დაშვების  წინაპირობა:

მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ფიზიკაში ან შემდეგ დეტალურ სფეროებში: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ბიოლოგიური და მისი მონათესავე მეცნიერებები, ფიზიკური მეცნიერებები, ასევე ინჟინერიის სხვადასხვა დარგებში (მაგ., ელექტრობა და ენერგია; ელექტრონიკა და ავტომატიზაცია; ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო ხომალდები; ინჟინერია და საინჟინრო საქმე – არაკლასიფიცირებული).

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ფლობა;

კვლევითი უნარების დასადასტურებლად აპლიკანტს  მოეთხოვება:

  • ზემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ სფეროში წინარე ნაშრომი/პუბლიკაცია. ნაშრომი წარმოდგენილი სათაურით და აპლიკანტის ავტორობით/თანაავტორობით უნდა იძებნებოდეს ინტერნეტ-რესურსებში;
  • ან/და სამეცნიერო-კვლევით პროექტებსა  და სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი. ღონისძიებებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა ადასტურებდეს აპლიკანტის ღონისძიებაში მონაწილეობას ზეპირი ან სასტენდო მოხსენებით.
  • ან/და მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი. 2 წლიანი გამოცდილების დამადასტურებელ დოკუმენტში აღწერილი უნდა იყოს ძირითადი მოვალეობები.

მიღების პროცედურის დოკუმენტები:

ასევე, სადოქტორო პროგრამებზე დაშვების წინაპირობები შეგიძლიათ იხილოთ პროგრამის აღწერებში, რომელიც  განთავსებულია შემდეგ  ბმულზე: https://iliauni.edu.ge/ge/iliauni/AcademicDepartments/sainjinro-fakulteti-270/programebi-310/sadoqtoro-842

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა 2025 წლის 13 იანვრიდან 23 იანვრის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ელექტრონულ მისამართზე application_se@iliauni.edu.ge.

მნიშვნელოვანი! დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა აღნიშნული საბუთები სავალდებულოა  გამოაგზავნონ ერთ დოკუმენტად აკინძული PDF-ფორმატში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანდიდატის საბუთები არ განიხილება!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, საბუთების პაკეტი უნდა გამოაგზავნოთ მხოლოდ ერთხელ. მიღებას დაგიდასტურებთ ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი და გამოგიგზავნით თქვენს   სიდენტიფიკაციო ნომერს.

გამოსაგზავნი საბუთები:

ა.დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო  ფორმა (ფორმა იხილეთ აქ);

ბ. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ. 3X4 ფოტოსურათის ელ. ვერსია;

დ. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი. თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის უნდა გამოაგზავნოთ ცნობა (ხელმოწერილი და ბეჭედდასმული) ხარისხის მინიჭების შესახებ, სადაც მითითებული იქნება კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი * .

5 წლიანი განათლების მიღების დიპლომი ან უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ;  

ე. ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი; ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი** (ასეთის არსებობის შემთხვევაში)

ვ.  ავტობიოგრაფია (CV);

ზ. ხელმოწერილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი (დანართი № 1  იხ.ზემოთ  თქვენთვის სასურველი  სადოქტორო პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

თ.  პოტენციური სამეცნიერო ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი თანხმობის ფორმა (დანართი № 2 იხ.ზემოთ  თქვენთვის სასურველი  სადოქტორო პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

ი. სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის)

კ. კვლევითი უნარების დამადასტურებელი დოკუმენტი (იხ. ჩამონათვალი ინდივიდუალურად პროგრამისთვის).

ლ. საზოგადოებრივი ჯანდავის პროგრამის აპლიკანტებისთვის - სავალდებულოა გამოგზავნონ დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილი, რომლითაც დადასტურდება ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

* თითოეული სადოქტორო პროგრამის მიღების წინაპირობაში განსაზღვრულია შესაბამისი მიმართულება ან დარგი/სპეციალობა, რომელშიც პროგრამაზე ჩაბარების მსურველს უნდა ჰქონდეს მოპოვებული მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. 

**სავალდებულოა უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ.

ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ფარგლებს გარეთ გაცემული დიპლომით არ დასტურდება, რომ აპლიკანტის მიერ გავლილი პროგრამა იყო ინგლისურენოვანი, აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს დიპლომის დანართი ან ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ინგლისურენოვანი პროგრამის გავლის თაობაზე.

ინგლისური ენის გამოცდისგან განთავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომლებიც წარმოადგენენ:

ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 75 score); IELTS (მინიმუმ 5); მინიმუმ FCE; მინიმუმ BEC Vantage; PTE (მინიმუმ General level 3); PTE Academic (მინიმუმ 59p); მინიმუმ Michigan ECCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ შესაბამის ვალიდურ სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე ან ინგლისურენოვან საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელ დიპლომს (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება უნდა იყოს დადასტურებული სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

მეორე ეტაპი: გამოცდა ინგლისურ ენაში.

კანდიდატებს, რომლებმაც უნდა დაადასტურონ ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე, ჩაუტარდებათ შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში.

გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა.

კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

გამოცდა ინგლისურ ენაში ჩატარდება 2025 წლის 27 იანვარს (გამოცდოს შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდება ვებსაიტზე 24 იანვარს).

სავალდებულოა გამოცდის დროს იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი კანდიდატებისათვის გამოცდები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სივრცეში, ადგილზე (გამოცდაზე) დასწრებით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ  დისტანციურად გამოცდები არ გაიმართება!

იხილეთ ინგლისური ენის საგამოცდო ტესტის და  შეფასების ნიმუში.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 28 იანვარს  უნივერსიტეტის ვებგვერდზე  მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ინგლისური ენის გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 29  იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

მნიშვნელოვანი! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.

საპრეტენზიო განაცხადის ფორმა

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 30 იანვარს დღის მეორე ნახევარში უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

მესამე ეტაპი: სადოქტორო კვლევითი განაცხადის განხილვა

პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი კანდიდატების მიერ რეგისტრაციისას წარმოდგენილ სადოქტორო კვლევით განაცხადს 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით აფასებს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისია. სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასების მინიმალური ზღვარია 3 ქულა (შენიშვნა: სადოქტორო კვლევითი განაცხადი დარგობრივ კომისიას ეგზავნება ფაკულტეტის ადმინისტრაციის მიერ) (შეფასდება დანართი №3-ის შესაბამისად,  იხ.ზემოთ  თქვენი სასურველი  პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი სადოქტორო კვლევითი განაცხადი კომისიის მიერ შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, კანდიდატი კარგავს კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების უფლებას.

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები განთავსდება 2025 წლის 3 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა სადოქტორო კვლევითი განაცხადის შედეგებთან დაკავშირებით.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი სადოქტორო კვლევითი განაცხადის  შედეგებთან დაკავშირებით უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 4 თებრვალს  10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

საპრეტენზიო განაცხადის ფორმა

სადოქტორო კვლევითი განაცხადის შეფასებები აპელაციის შედეგების გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 5 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

მეოთხე ეტაპი: ზეპირი გამოცდა დარგობრივ კომისიასთან

სადოქტორო პროგრამაზე მიღების საბოლოო ეტაპზე, დოქტორანტობის ის კანდიდატები, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაციის პროცესი, დაადასტურეს ინგლისური ენის ცოდნა პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად და  მათი სადოქტორო კვლევითი განაცხადი შეფასდა მინიმუმ 3 ქულით,  ჩააბარებენ ზეპირ გამოცდას დარგობრივი კომისიის წინაშე  (დანართი № 4  იხ.ზემოთ  თქვენი სასურველი პროგრამის დოკუმენტების ჩამონათვალში);

ზეპირი გამოცდა შეფასდება 5-ქულიანი სარეიტინგო სკალისა და განსაზღვრული წესის მიხედვით.

იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ზეპირ გამოცდაზე შეფასდება 3-ზე ნაკლები ქულით, ის ეთიშება კუნკურსს.

პროგრამაზე მიღებისათვის სადოქტორო კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განაცხადის და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.

სავალდებულოა გამოცდის დროს ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარმოუდგენთ კომისიას.

ზეპირი გამოცდა, სადოქტორო პროგრამების მიხედვით, ჩატარდება დარგობრივი კომისიის წინაშე 2025 წლის  7 თებრვლიდან 11 თებერვლის ჩათვლით ინტერვალში.

ზუსტი  ინფორმაცია გამოცდის განრიგის თაობაზე  განთავსდება ვებსაიტზე  2025 წლის 6 თებერვალს.

ზეპირი გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება 2025 წლის 12 თებრვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა ზეპირი გამოცდის შედეგებთან დაკავშირებით:

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ზეპირი გამოცდის შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 13 თებერვალს 10:00-დან 18:00 საათამდე, უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge

საპრეტენზიო განაცხადის ფორმა

სააპელაციო კომისიის მიერ ზეპირი გამოცდის შედეგების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვა გაიმართება  2025 წლის 14 თებერვალს.

ზეპირი გამოცდის საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე  სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია, გამოქვეყნდება 2025 წლის 17 თებერვალს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

სადოქტორო პროგრამაზე მიღებისთვის, კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევის განახცადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2025  წლის 18 და 19 თებერვალს, H 118 ოთახში 10:00-დან 18:00 საათამდე (შემოსვლა შესაძლებელია ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, H კორპუსი).

დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი). უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში - პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ბ) ორი ფოტოსურათი და ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე;

გ) აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული მაგისტრის (ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მაგისტრის ხარისხთან გათანაბრებული დიპლომის შემთხვევაში, გათანაბრების ცნობა დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ) ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ან ხუთწლიანი უმაღლესი განათლების მიღების დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან  იმ შემთხვევში თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა-მაგისტრის ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი).

დ) თუ კანდიდატს ინგლისურ ენაზე გავლილი აქვს ბაკალავრიატის და/ან მაგისტრატურის სრული პროგრამა, უნდა წარმოადგინოს ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი (დიპლომის ნამდვილობა უნდა იყოს შესაბამისად დადასტურებული განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);

 რომელიმე ქვემოთმოყვანილი სერტიფიკატის  არსებობის შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოს ორიგინალი ან სანოტარო წესით დამოწმებული ასლი :

ე) ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ვალიდურ სერტიფიკატს (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 75 score); IELTS (მინიმუმ 5); მინიმუმ FCE; მინიმუმ BEC Vantage; PTE (მინიმუმ General level 3); PTE Academic (მინიმუმ 59p); მინიმუმ Michigan ECCE) ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემულ შესაბამის ვალიდურ სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე)

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ზ) იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტობის კანდიდატის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

თ)  იმ დოკუმენტების დედანი, რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი კვლევითი უნარების დასადასტურებლად.

ი) საზოგადოებრივი ჯანდავის პროგრამის აპლიკანტებისთვის - სავალდებულოა წარმოადგინონ დამსაქმებლის/უშუალო უფროსის სარეკომენდაციო წერილის დედანი, რომლითაც დასტურდება ჯანდაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად.

სადოქტორო საფეხურზე მიღებასთან დაკავშირებული კონკურსანტების ინფორმაცია (კონკურსანტების შეფასებები და  საიდენტიფიკაციო ნომერი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული იქნება 2025 წლის მარტის თვის  ბოლომდე.

სადოქტორო საფეხურზე მიღებასთან დაკავშირებული კონკურსანტების ინფორმაცია (კონკურსანტების შეფასებები და  საიდენტიფიკაციო ნომერი) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსებული იქნება 2025 წლის მარტის თვის  ბოლომდე.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი 2025 წლის 20 თებერვალს, რექტორს წარუდგენს იმ პირთა სიას, რომელთაც გააფორმეს ხელშეკრულება, მათი ჩარიცხვის შესახებ ბრძანების გამოსაცემად.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

☏ (+995 32) 222 00 09 (შიდა ტელ.: 432 ან 115 მართა თაქთაქიშვილი, 508 ანა რეხვიაშვილი).



2024

 

ბანერები