საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მესამე საზაფხულო სკოლა მეტყევეობის შესახებ

ახალი ამბები

27 ივლისიდან 12 აგვისტოს ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ერფურტის უნივერსიტეტთან (გერმანია) თანამშრომლობით მესამედ ჩატარდა საზაფხულო სკოლა მეტყევეობის მიმართულებით.

პროექტის ფინანსური მხარდაჭერია DAAD (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური). 

სკოლაში მონაწილეობდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა პროგრამის 14 სტუდენტი. ისინი გაეცნენ გერმანიის სატყეო სექტორის სპეციფიკას, ტყის მართვის გზებსა და ტყის მართვაში დანერგილ ინოვაციურ მიდგომებს.

სტუდენტებმა გერმანიის რამდენიმე რეგიონის მაგალითზე შეისწავლეს ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის პრაქტიკა და პროცესი მათი მოპოვებიდან გამოყენებამდე, გაეცნენ ადგილობრივ ბაზარს, სადაც იყიდება მერქნული რესურსები, მენტორებთან ერთად განიხილეს შეძენილი ცოდნისა და პრაქტიკის საქართველოს სატყეო სექტორში დანერგვის შესაძლებლობა.

ღონისძიება ხელს უწყობს საქართველოსა და გერმანიას შორის აღნიშნული მიმართულებით თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე ზრდის დარგის ცნობადობას სტუდენტთა შორის. 

აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ სტუდენტებსა და აპლიკანტებს შეუძლიათ სამაგისტრო პროგრამის „ბუნების დაცვა და მეტყევეობა“ (https://bit.ly/4e1AdAT) სხვა საინტერესო ღონისძიებებში მონაწილეობა.

2024 წელი

ბანერები