საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მედიკამენტების ხელმისაწვდომობა – საჯარო დისკუსია

ღონისძიებები

27 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება საჯარო დისკუსია მედიკამენტების ხელმისაწვდომობის შესახებ.

დანახარჯი მედიკამენტებზე საქართველოს მოსახლეობისთვის მძიმე ფინანსური ტვირთი და გაღარიბების ერთ-ერთი მიზეზია. ​მოსახლეობის ჯიბიდან ჯანდაცვაზე გადახდილი ყოველი 10 ლარიდან 7 მედიკამენტებზე იხარჯება. ეს დანახარჯი განსაკუთრებით პრობლემურია მოსახლეობის უღარიბესი ფენისთვის, რადგან სწორედ ამ ტიპის დანახარჯის გამო მათი 90% კიდევ უფრო ღარიბდება. საქართველოში მედიკამენტებზე განსაკუთრებით დიდი დანახარჯების ერთ-ერთი წამყვანი ფაქტორია ფარმაცევტული პოლიტიკისა და რეგულირების მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც ხელს უწყობს მედიკამენტების ფასების უკონტროლო ზრდას და მათ არარაციონალურ მოხმარებას. 

პანელური დისკუსიის მონაწილე ექსპერტები – აკაკი ზოიძე, თინა ტურძილაძე, გიორგი გოცაძე და პრაქტიკოსი ექიმი ჯაბა ზარქუა – განიხილავენ შემდეგ საკითხებს: 

  • რა არის რეფერენტული ფასი და შეიძლება თუ არა მისი წამლის ფასის კონტროლის ეფექტურ მექანიზმად გამოყენება;
  • რა არის გენერიკული მედიკამენტი და შეუძლია თუ არა მას ძვირადღირებული ბრენდული მედიკამენტის ჩანაცვლება. რა შემთხვევებში შეგვიძლია წამლების ჩანაცვლება;
  • რა არის პოლიფარმაცია და როგორ აისახება ის ჩვენს ხარჯებსა და ჯანმრთელობაზე. 

იხ. ღონისძიების ბმული https://shorturl.at/mqwHX

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 27 მარტი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, ავსტრიული ბიბლიოთეკა, გ. წერეთლის ქ. N3

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები