საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„მცენარეთა განყოფილებებისა და ოჯახების სარკვევი“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

20 ივნისს, 18:00 საათზე, ბოტანიკურ ბაღში საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფესტივალზე ილიაუნის პროფესორი ქეთევან ბაცაცაშვილი და უნილაბის დირექტორი სანდრო ასათიანი გამართავენ პროექტის „მცენარეთა განყოფილებებისა და ოჯახების სარკვევი“ პრეზენტაციას.

ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორ ქეთევან ბაცაცაშვილისა და ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის თანამშრომლობით შეიქმნა სპეციალური ვებგვერდი მცენარეთა სარკვევისა და იდენტიფიკაციის პროცესის გასამარტივებლად.

პროექტის შესახებ  

პროექტი გულისხმობს საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, მცენარეთა მსხვილი ჯგუფებისა და ოჯახების საილუსტრაციო და საიდენტიფიკაციო სისტემის შექმნას. მისი მიზანია მომხმარებელს  შესთავაზოს ინტუიციური ინტერფეისი მცენარეთა სარკვევისთვის  რომელიც მოიცავს ორ ძირითად გზას, თეზასა და ანტითეზას.  ყოველ გვერდზე მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, იპოვოს და დაადგინოს მცენარეები სხვადასხვა სორტირების, ძებნისა და ვიზუალურ არჩევანზე დაყრდნობით. 

პროექტის ავტორები და სამუშაო ჯგუფი:

  • ავტორი: ქეთევან ბაცაცაშვილი, ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი
  • მენეჯერები: ნინო ჯანელიძე, თამარა გიგინეიშვილი, ანანო ბიჩინაშვილი;
  • ვებგვერდის დიზაინერები: სალომე მოსიავა, ქეთი აფრიამაშვილი;
  • გრაფიკული დიზაინერები: ნათია ტოგონიძე, ანი გაგუა;
  • ილუსტრატორები: მარიამ დეკანოიძე, თამთა კაციტაძე, ნინო მოსიაშვილი, ნინი სარქისაშვილი;
  • ფრონტ ენდ  დეველოპერები: მინდია არაბული, გიორგი ჯანელიძე, გუგა აკოფაშვილი;
  • ბექ ენდ  დეველოპერები: გიორგი კვარაცხელია, ბექა კოპაძე.

თარიღი: 20 ივნისი,18:00 საათი

ადგილმდებარეობა: საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ღია სადღესასწაულო სივრცე, ბოტანიკურის ქ N1

 2025

 

ბანერები