საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

კონკურსი მაგისტრანტი სტუდენტებისთვის „ტყის ეკოლოგიისა და მართვის საკითხები“

კონკურსები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სატყეო მეცნიერების მიმართულება პროექტის „აკადემიური გამოცდილების გაზიარება მდგრადი ტყის მართვისათვის“ (GIZ გრანტი − N-2836) ფარგლებში აცხადებს კონკურსს სამაგისტრო საფეხურის I და II კურსის სტუდენტებისათვის, რომლებიც იმუშავებენ სამაგისტრო თემებზე ტყის ეკოლოგიისა და მართვის საკითხების შესახებ.

25 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორიაში კონკურსთან დაკავშირებით გაიმართება სტუდენტებთან გასაუბრება.

გასაუბრებაზე შერჩეული სტუდენტები პროექტის ბიუჯეტიდან მიიღებენ სტიპენდიას 6000 ლარის ოდენობით (დაუბეგრავი).

სტუდენტებმა 20 აგვისტოს, 18:00 საათამდე, უნდა წარმოადგინონ საველე ან წინასწარი კვლევის ანგარიში, რომელიც უნდა მოიცავდეს:

  • თემის შესავალს;
  • მიზნებსა და ამოცანებს;
  • კვლევის მეთოდოლოგიას;
  • მოსალოდნელ შედეგებს;
  • მოსალოდნელი შედეგების განხილვას / დისკუსიას.

თუ მაგისტრანტი ანგარიშს წარმოადგენს ქართულ ენაზე, დამატებით უნდა მოამზადოს 2-3-გვერდიანი შეჯამება ინგლისურად.

სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ სურვილისამებრ გამოიყენონ სტიპენდია კვლევის ფარგლებში.
სტიპენდია გაიცემა ორ ნაწილად: პირველი − კვლევის დასაწყისში, მეორე − საველე ანგარიშის ჩაბარების შემდეგ.

კანდიდატს შეუძლია აირჩიოს შეთავაზებული სამაგისტრო თემებიდან რომელიმე (იხ. ბმული) და წარმოადგინოს თავისი იდეა.

დამატებითი უპირატესობა მიენიჭება სამაგისტრო თემის შესახებ ქართულ ან ინგლისურ ენებზე მომზადებულ მოკლე (1-2 გვერდი) წინადადებას/Proposal.

გასაუბრების დრო: 25 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G406 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

2025

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები