საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„კიბოს კონტროლისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის ზეგავლენის შესწავლა პოპულაციის ქცევაზე საქართველოში“ – მარინა თოფურიძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

ღონისძიებები

9 დეკემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ დოქტორანტი მარინა თოფურიძე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „კიბოს კონტროლისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკის ზეგავლენის შესწავლა პოპულაციის ქცევაზე საქართველოში“ ("Study of Cancer Control and Related Policies and Their Impact on Population Behaviour in Georgia").

სადისერტაციო კვლევის მიზანია შეაფასოს საქართველოში კიბოს კონტროლის პოლიტიკის გავლენა მოსახლეობის ქცევებზე და გამოავლინოს მისი მიღების პროცესზე ზემოქმედი ფაქტორები, განსაკუთრებით თამბაქოს კონტროლისა და კიბოს სკრინინგის პოლიტიკა. დისერტაციაში გამოყენებულია მონაცემები თამბაქოს კონტროლის პოლიტიკის რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევიდან (2017-2021) და 2023 წელს ჩატარებული ცოდნის, დამოკიდებულებების და პრაქტიკის (KAP) კვლევიდან, რომელიც ეხება კიბოს სკრინინგის ბარიერებს საქართველოში. კვლევა ასახავს სფეროს მიღწევებსა და გამოწვევებს. დასკვნები ცხადყოფს მიზნობრივი ინტერვენციების, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდისა და ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის გაძლიერების საჭიროებას, რაც ხელს შეუწყობს პოლიტიკის დანერგვას და კიბოთი გამოწვეული ავადობის და სიკვდილიანობის შემცირებას საქართველოში.

სამეცნიერო ხელმძღვანელი: ნინო მახაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 9 დეკემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ.წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები