ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის კონკურსში გაიმარჯვეს
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2024 წლის დოქტორანტურის საგანმანათლელო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვეს.
გამარჯვებული პროექტები:
- მარინა ლაზარიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი
პროექტი „საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფში ეპილეფსიასთან ასოცირებული დამოკიდებულებისა და ეპილეფსიის შესახებ არსებული ცოდნის ცვლილებების კვლევა საქართველოში ათწლიანი ინტერვენციული აქტივობების შემდეგ“
- თამარ ბაისონაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი
პროექტი „ძაღლის ჭირის ვირუსის გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა შინაურ და გარეულ ცხოველებში საქართველოში“
- გურამ იმნაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი
პროექტი „გააქტიურებული პერიგლაციალური საფრთხეები ცენტრალურ კავკასიონზე და მათი მიზეზების იდენტიფიცირება ყინულის კლიმატურ ჩანაწერებში“
- მიხეილ ლობჯანიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი
პროექტი „მულტიდისციპლინური მონაცემების დროით-სივრცითი ანალიზი და პალეოგარემოს მოდელირება ჯავახეთის მაგალითზე“
- ნათია ტეფნაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი
პროექტი „ქართული ენდემური ხორბლებისა და მათი წინამორბედების გენეტიკური მრავალფეროვნების შესწავლა“
კონკურსში ასევე გაიმარჯვეს ილიაუნის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლებისა და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დოქტორანტებმა.
კონკურსის მიზანია ინტელექტუალური პოტენციალის განვითარება და მაღალი კვალიფიკაციის სამეცნიერო პერსონალის მომზადება, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინტელექტუალური პოტენციალის მიზნობრივი გამოყენება, სამეცნიერო კვლევისათვის სათანადო პირობების შექმნა, დოქტორანტებისა და უნივერსიტეტების უცხოეთში არსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებთან თანამშრომლობა და ამ გზით საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის ამაღლება და ახალგაზრდა მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში ინტეგრირება, წარმატებული, ნიჭიერი ახალგაზრდა მკვლევრების გამოვლენა და მათი სადოქტორო კვლევების თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში განხორციელების ხელშეწყობა.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ულოცავს დოქტორანტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას.
2024