ილიაუნის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტებმა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტით დაფინანსების კონკურსში გაიმარჯვეს
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტები შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2025 წლის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების გრანტით დაფინანსების კონკურსის გამარჯვებულები არიან:
ოთარ სახიაშვილი
„დამმტვერავი მწერების ეკოლოგია ფოტომახეებისა და ხელოვნური ინტელექტის თვალით“;
დავით ლაზვიაშვილი
„პოლიმიკრობული ბიოფილმების წინააღმდეგ ბაქტერიოფაგების მრავალკომპონენტიანი ნარევების შექმნა და მათი თერაპიული პოტენციალის შესწავლა“;
ქეთი მესხი
„ტუბერკულოზზე სისტემური სკრინინგი და პრევენციული მკურნალობა საქართველოში ტუბერკულოზის გადამდები ფორმით დაავადებულთა ოჯახურ და ახლო კონტაქტებსა და აივ-ინფიცირებულ პირებში“;
თეიმურაზ ბოკუჩავა
„მხედველობითი შთაბეჭდვის მეხსიერება წიწილებში – ცალკეული ბირთვების ტრანსკრიფტომებში გამოვლენილი გრძელი არამაკოდირებელი რნმ-ების რაოდენობრივი ცვლილებების შესწავლა და მათთან დაკავშირებული ცილების იდენტიფიცირება“.
ვულოცავთ დოქტორანტებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას!
2025