საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის პროფესორმა შალვა ბარჯაძემ ყაყაჩოზე მობინადრე ბუგრის ახალი სახეობა აღწერა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა შალვა ბარჯაძემ და ჩანაკალის უნივერსიტეტის მკვლევრებმა – შაჰინ ქიოქმა, ერსინ ქარაბაჩაკმა, იპეკ იაშარმა და ისმაილ კასაპმა –  ჩანაკალის პროვინციიდან (თურქეთი) ყაყაჩოზე (Papaver pilosum subsp. strictum) მობინადრე ბუგრის მეცნიერებისათვის ახალი სახეობა Aphis (Bursaphis) kazdagensis sp. nov. აღწერეს. 

გარდა ამისა, Aphis popovi Mordvilko 1932 გადატანილია ქვეგვარ Aphis-დან ქვეგვარ Bursaphis-ში. მოცემულია Bursaphis-ის სახეობების განახლებული სარკვევი უფრთო პართენოგენეზურ მდედრებზე დაყრდნობით.

სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალში Zootaxa. 

სტატია იხილეთ ბმულზე: https://mapress.com/zt/article/view/zootaxa.5551.3.7

2024

 

ბანერები