
ღონისძიებები
12 აპრილი, 2023

ღონისძიებები
31 მარტი, 2023

ახალი ამბები
20 მარტი, 2023
ილიაუნის მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში კავკასიური კლდის ხვლიკების შესახებ კვლევა ჩატარდა
ახალი ამბები
ილიაუნის მოლეკულურ-გენეტიკურ ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევა კავკასიური კლდის ხვლიკების შესახებ გამოქვეყნდა სამეცნიერო, ტექნიკური და სამედიცინო კვლევების მსოფლიოს წამყვან პლატფორმა ScienceDirect-ზე. https://bit.ly/3EK2a1m
მსგავსი კვლევა პირველად ჩატარდა.
კვლევის მიზანი იყო, დადგენილიყო, რა ფაქტორები განსაზღვრავს ენერგიას, რომელსაც მდედრი დებს რეპროდუქციაში, ასევე რა ფაქტორები განსაზღვრავს კვერცხის რაოდენობასა და ზომა/წონას.
საკვლევი ობიექტები იყვნენ ერთ და ორსქესიანი, მცირე და დიდტანიანი, კავკასიური კლდის ხვლიკები.
კვლევის შედეგად დადგინდა:
- დიდტანიანი კლდის ხვლიკები (როგორც ერთი, ასევე ორსქესიანი) გაცილებით მეტ რესურსს დებენ თითოეულ რეპროდუქციაში, უფრო მეტ კვერცხს და უფრო მძიმეს. ამასთან, პატარატანიანი ხვლიკების კვერცხი წაგრძელებული ფორმისაა, ხოლო დიდტანიანებისა – მრგვალი.
- შედარებით დიდი ზომის პატარატანიანი, ერთსქესიანი დალის ხვლიკი დებს უფრო ბევრ კვერცხს, ვიდრე პატარა ზომის დალის ხვლიკები, თუმცა კვერცხის წონა ისეთივეა. ორსქესიანი, შედარებით დიდი ზომის მტკვრის ხვლიკი კი დებს უფრო მძიმე კვერცხებს, ვიდრე იმავე პოპულაციის სხვა, უფრო მცირე ზომის, ინდივიდები.
- დიდტანიანი, ერთსქესიანი სომხური ხვლიკი სხეულის დიდ ნაწილს დებს რეპროდუქციაში, ასევე – უფრო მძიმე კვერცხებს, ვიდრე მისი მამა, მშობელი, ორსქესიანი ვალენტინის ხვლიკი.
- პართენოგენეზული ფორმები ექვემდებარებიან/მიჰყვებიან რეპროდუქციის r-სტრატეგიას, რომელიც დამახასიათებელია ხვლიკებისთვის, რომლებიც იკავებენ ნაკლებად სტაბილურ გარემოს, ვიდრე მათი მშობლების სახეობები.
2022